Jump to content

Ripple-ის ხელმძღვანელმა Ethereum-ის წარმატება განმარტა


Recommended Posts

image.jpeg 

ბრედ გარლინგჰაუსი თვლის, რომ Ethereum-მა შეძლო გამხდარიყო კაპიტალიზაციით უდიდესი Altcoin SEC-ის მხრიდან ხელსაყრელი პოზიციის წყალობით. 

Ripple-ის აღმასრულებელი დირექტორი თვლის, რომ აშშ-ის ფასიანი ქაღალდების და ბირჟების კომისია (SEC) მფარველობს Ethereum-ს. ამგვარად ახსნა გარლინგჰაუსმა კაპიტალიზაციის თვალსაზრისით უდიდესი Altcoin-ის წარმატება ონლაინ კონფერენცია DC Fintech Week-ზე. 
გარლინგჰაუსმა უსამართლო უწოდა სიტუაციას, რომელშიც მარეგულირებელი ორგანო ახდენს XRP ტოკენის კლასიფიცირებას ფასიან ქაღალდად, თუმცა მსგავს პრეტენზიებს არ უყენებს Ethereum-ს. იგი ამტკიცებს, რომ SEC-ის სწორედ ამგვარმა პოზიციამ განაპირობა, Ethereum გამხდარიყო Bitcoin-ის შემდეგ კაპიტალიზაციის სიდიდით მეორე კრიპტოვალუტა. 
ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში სიდიდით მეორე ციფრული აქტივი საბაზრო კაპიტალიზაციის მიხედვით იყო XRP. როდესაც გაირკვა, რომ SEC-მა მწვანე შუქი ანთო Ethereum-ს, ამან განაპირობა ETH-ის ფასის ზრდა“ - აღნიშნა გარლინგჰაუსმა. 
21 ოქტომბერს Ethereum-ის ფასმა განაახლა თავისი ყველა დროის მაქსიმუმი და გადააჭარბა 4.37 ათას აშშ დოლარიან ნიშნულს. 22 ოქტომბერს Ethereum იყიდებოდა 4.1 ათას აშშ დოლარად, ხოლო მისი კაპიტალიზაცია შეადგენდა 490 მილიარდ აშშ დოლარ CoinGecko-ს მიხედვით. წლის დასაწყისიდან დღემდე Altcoin-ის კურსი 456 %-ით გაიზარდა. 
გასული წლის ბოლოს SEC-მა კომპანია Ripple-ს ბრალი დასდო 1.3 მლრდ აშშ დოლარის ღირებულების არარეგისტრირებული ფასიანი ქაღალდების XRP ტოკენების სახით გაყიდვაში. შედეგად XRP-ის ფასი 0.20 $-მდე შემცირდა. აპრილის შუა პერიოდში ტოკენმა მიაღწია ლოკალურ მაქსიმუმს, 1.84 აშშ დოლარს. სტატიის წერის დროს XRP იყიდებოდა 1.1 აშშ დოლარად და ეკავა მეშვიდე ადგილი  უმსხვილესი კრიპტოვალუტების სიაში კაპიტალიზაციის მიხედვით (51.8 ლრდ აშშ დოლარი). 
https://tinyurl.com/um3s3252 

Link to comment
Share on other sites

ისე რომ ვუყურებ ბოლო თვეებში სერიოზულათ ძლიერდება ეთერეუმი მარტო მაშინ როცა ბიტკოინი მიაღწევს თავის პიკს და მერე სუსტდება უკვე, მაგრამ ჯერ რეზკათ არ ეცემა ფასი, აი მაგ პერიოდში ყველაზე კარგ ფორმაშია ეთერეუმი და იზრდება კურსი მაქსიმუმამდე, მერე როცა ბიტკოინსაც აგდებენ უკვე, ეგ კოინიც საკმაოთ ეცემა და მერე უკვე დასუსტებას იწყებს ბიტკოინთან შეფარდებაში ბიტკოინის ფასი როცა დაეცემა და ისევ ზრდა იწყება მაგის შემდეგ, სულ ეგრეა რასაც ვუყურებ, ეხლაც იგივე მეორდება, დასუსტდა გარკვეული პერიოდით ბიტკოინი და ეგრევე წამოყო თავი ეთერეუმმაც, თუმცა ეგ კიდე ბევრ ალტკოინებსაც ეხება, არა მარტო ეთერეუმს, მაგრამ მაგი იმასაც გვატყობინებს რომ შეიძლება ბიტკოინი დააგდონ მოგვიანებით და ეთერეუმის ფასიც რეზკათ დაეცეს, ეგეთი წელს არაერთხელ მომხდარა, განსაკუთრებით კურსის 4000$+ გაცდენის დროს

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.