Jump to content

JPMorgan ასახელებს Bitcoin-ის ამჟამინდელი ზრდის მთავარ ფაქტორს


Recommended Posts

image.jpeg 

ინფლაციისადმი შიში და არა პირველ ფიუჩერსულ Bitcoin-ETF-თან დაკავშირებული აჟიოტაჟი განაპირობებს პირველი კრიპტოვალუტის კურსის სვლას ახალი მაქსიმუმებისკენ - ამგვარი აზრი გამოხატეს JPMorgan-ის ანალიტიკოსებმა, აცხადებს Bloomberg. 

19 ოქტომბერს ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე დაიწყო კომპანია ProShares-ის Bitcoin Strategy ETF-ის ვაჭრობის პროცესი. SEC-მა პირველად დაამტკიცა მსგავსი საბირჟო პროდუქტი Bitcoin-ფიუჩერსების ბაზაზე. 

BITO ტიკერით ფონდის სავაჭრო ბრუნვამ დებიუტის დღეს თითქმის 1 მლრდ აშშ დოლარს მიღწია. ამ მაჩვენებლით მან მეორე ადგილი დაიკავა ყველა ETF-ს შორის. 

20 ოქტომბერს წამყვანი კრიპტოვალუტის ფასმა განაახლა თავისი ყველა დროის მაქსიმუმი და 67000 აშშ დოლარს გადააჭარბა. 

თუმცა JPMorgan-ის სტრატეგები მიიჩნევენ, რომ BITO-ს ამოქმედება „არ გამოიწვევს Bitcoin-ში ახალი კაპიტალის მნიშვნელოვანი რაოდენობის შემოდინების ახალ ფაზას“. 

„ამის ნაცვლად ჩვენ მივიჩნევთ, რომ პირველი კრიპტოვალუტის, როგორც ინფლაციისგან ოქრზე უკეთ დაცვის საშუალების, აღიარება არის ამჟამად მიმდინარე აღმასვლის მთავარი მიზეზი, რის გამოც სექტემბრიდან დაიწყო ოქროს ETF-ებიდან Bitcoin-ფონდებზე გადასვლა”, - განაცხადეს მათ. 

image.png

წყარო: Bloomberg. 

„ეს დინეა უცვლელი დარჩება და წლის ბოლომდე Bitcoin-თან დაკავშირებით ოპტიმისტურ პროგნოზს შეინარჩუნებს“ - თვლიან JPMorgan-ის ექსპერტები. 

რაც შეეხება ბაზრის მონაწილეების ენთუზიაზმს BITO-ს მიმართ, ანალიტიკოსებმა მაგალითის სახით მოიყვანეს Bitcoin-ის ბაზაზე პირველი საბირჟო ფონდის ამოქმედება კანადაში. Purpose Investments-ის მიერ 2021 წლის თებერვალში გამოშვებული პროდუქტი ტიკერით BTCC თბილად იქნა მიღებული, თუმცა შემდეგ მის მიმართ ინტერესი განელდა. 

„BITO-ს ირგვლივ არსებული თავდაპირველი მღელვარება შეიძლება ერთ კვირაში გაქრეს“, ვარაუდობენ ექსპერტები. 

მათი თქმით, Bitcoin-ინვესტორებს ინვესტირებისთვის „ბევრი ვარიანტი“ აქვთ. 

21 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ SEC-მა დაამტკიცა კომპანიების - VanEck-ისა და Valkyrie Investments-ის კიდევ ორი ფიუჩერსული Bitcoin-ETF-ის ამოქმედება. 

ადრე ჰეჯ-ფონდ Tudor Investment-ის დამფუძნებელმა პოლ ტიუდორ ჯონსმა პირველ კრიპტოვალუტ უწოდა დაზღვევა ინფლაციისგან. მილიარდერმა თავისი მოსაზრება CNBC-სთან ინტერვიუში დაადასტურა და აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე Bitcoin-მა აშკარად აჯობა ოქროს ამ კუთხით. 

Icahn Enterprises-ის დამფუძნებელი კარლ აიკანიც აფასებს ციფრული ოქროს ინფლაციის საწინააღმდეგო თვისებას. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.