Jump to content

აშშ-ის სენატმა Facebook-ს მოუწოდა შეაჩეროს საფულე Novi-ს პილოტი


Recommended Posts

  1. ს მოუწოდა შეაჩეროს საფულე Novi-ს პილოტი 

image.jpeg 

ამერიკელ სენატორების ჯგუფმა Facebook-ის აღმასრულებელ დირექტორ მარკ ცუკერბერგს მოუწოდა დაუყოვნებლივ დაასრულოს ციფრული საფულ Novi-ს პილოტი და აიღოს ვალდებულება, რომ არ შემოიტანოს Stablecoin Diem ბაზარზე. 

ბრაიან ცმა, შეროდ ბრაუნმა, რიჩარდ ბლუმენტალმა, ელიზაბეტ უორენმა და ინა სმიტმა ღია წერილში გამოხატეს "მკაცრი წინააღმდეგობა Facebook-ის მიერ კრიპტოვალუტისა და ციფრული საფულის გამოშვების განახლებულ ძალისხმევასან მიმართებაში". 

კანონმდებლებმა გაიხსენეს, რომ კომპანიამ არაერთხელ აიღო ვალდებულება - არ გამოშვა ციფრული ვალუტა ფედერალური ფინანსური მარეგულირებლების თანხმობის გარეშე. 

„დარწმუნებების მიუხედავად Facebook კვლავ ახდენს გეგმების რეალიზებას მკაცრ ვადებში ციფრულ ვალუტებთან დაკავშირებით და უკვე აამოქმედა საპილოტე პროექტი ქსელის საგადახ ინფრასტრუქტურისთვის, თუმცა ეს ყველაფერი შეუთავსებელია ფინანსური რეგულირების რეალურ ლანდშაფტთან - არა მხოლოდ Diem-ის, არამედ საერთოდ Stablecoin-ებისთვის“ - განაცხადეს პოლიტიკოსებმა. 

მათ აღნიშნეს, რომ თანხის გადარიცხვის ნებართვის მიღება თითქმის ყველა შტატში არ არის „აშშ-ის მარეგულირებელი ორგანოების მიერ გაცემული ნებართვის ეკვივალენტური“. 

ფედერალური სააგენტოები მხოლოდ იმ რისკებს სწავლობენ, რასაც Stablecoin-ები უქმნიან ფინანსურ სტაბილურობას და განიხილავენ მათი აღმოფხვრის გზებს, - ხაზი გაუსვეს პოლიტიკოსებმა. 

ასევე, მათი აზრით, Facebook-ს არ წარმოუდგენია „დამაკმაყოფილებელი ახსნა-განმარტება“, თუ როგორ შეუშლის ხელს Diem-ის გამოყენება უკანონო ფინანსურ საქმიანობას. 

სენატორებმა გაიხსენეს სოციალური ქსელის ალგორითმების მუშაობასთან დაკავშირებული ბოლოდროინდელი სკანდალი და განაცხადეს, რომ მოგებისკენ სწრაფვისას კომპანია გულგრილია იმ ზიანის მიმართ, რასაც მისი პროდუქტები აყენებს მომხმარებლებს. 

„არ შეიძლება Facebook-ს მიენდოს საგადახდო სისტემის ან ციფრული ვალუტის მართვა იმ დროს, როდესაც მისი არსებული შესაძლებლობები რისკების მართვისა და მომხმარებლის უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის სრულიად არასაკმარი აღმოჩნდა,” - ნათქვამია წერილში. 

კორპორაციამ ახლახანს გამოაცხადა, რომ დაიწყო საფულე Novi-ს საპილოტე ტესტირება აშშ-სა და გვატემალაში Paxos-ის Stablecoin USDP-ის გამოყენებით. Facebook-ის საგადახდო ქვეგანყოფილების ხელმძღვანელი დევიდ მარკუსი ამჯერადაც ირწმუნებოდა, რომ Diem-ს აამოქმედებენ მხოლოდ მარეგულირებელი ორგანოების ნებართვის შემდეგ. 

Stablecoin-ის შექმნაზე პასუხისმგებელმა ორგანიზაცია Diem Association-მა სენატორების წერილის საპასუხოდ განაცხადა, რომ პილოტს Diem-თან კავშირი არ აქვს. კანონმდებლებს აგრეთვე შეახსენეს, რომ Facebook ასოციაციის ათეულობით წევრთაგან ერთ-ერთია და არასწორია ციფრული ვალუტის პროექტთან მისი პირდაპირი დაკავშირება. 

რაც შეეხება Stablecoin-ის უკანონო ფინანსურ საქმიანობებში გამოყენების საფრთხეს, Diem Association-ის წარმომადგენლებმა მიუთითეს, რომ FinCEN-მა დადებითი დადებითი გამოხმაურება მიანიჭა Diem-ის კონტროლის სისტემას. 

დრე მარკუსი ვარაუდობდა, რომ გლობალური მარეგულირებლები Stablecoin-ის გამოშვებისთვის დაბრკოლებებს 2021 წელს მოხსნიდნენ. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.