Magdalena Posted October 21, 2021 Posted October 21, 2021 მიმდინარე წლის ზაფხულში SK Hynix-მა განაცხადა, რომ მუშაობდა HBM3 ტიპის მეხსიერების შექმნაზე, ამჯერად კი გამოუშვა პრეს-რელიზი ამ პროცესის დასრულების შესახებ. მთავარი საინფორმაციო მიზეზი, რა თქმა უნდა, გახდა კონკურენტების უკან ჩამოტოვების ფაქტი ახალი ტიპის მეხსიერების შექმნით, რომელიც გამოყენებული იქნება მონაცემთა დამუშავების ცენტრებსა და მანქანური სწავლებისთვის განკუთვნილ პლატფორმებზე. ვიდეო დაფების სეგმენტში HBM3 ტიპის მეხსიერების გამოყენების შესახებ ხსენებულ პრეს-რელიზში არაფერი თქმულა. ფოტოს წყარო: SK hynix HBM3 ტიპის მეხსიერება გამოირჩევა 78%-ით გაზრდილი სიჩქარით HBM2E ტიპთან შედარებით - შესაბამისი მაჩვენებელი 819 გბ/წმ-მდე გაიზარდა. HBM3-ის სტეკში ერთი კრისტალის სისქე არ აღემატება 30 მიკრონს - ეს არის A4 ფორმატის სტანდარტული ფურცლის სისქის დაახლოებით მესამედი. ერთ სტეკზე შესაძალებელია განთავსდეს 12-მდე ფენა, რომელთაგან თითოეული მათგანის მოცულობა 24 გბ იქნება. უფრო ხელმისაწვდომ ალტერნატივად წარმოდგენილი იქნება ჩიპები 16 გბ-მდე მოცულობით. შეცდომების კორექციის ინტეგრირებული მექანიზმი აამაღლებს იმ სისტემების მუშაობის საიმედოობის დონეს, რომელბშიც ზემოთხსენებული ტიპის მეხსიერება იქნება გამოყენებული. SK Hynix-ს ჯერჯერობით არ გამოუცხადებია, როდის დაიწყება HBM3 მეხსიერების მიწოდება პირველი მომხმარებლებისთვის. https://tinyurl.com/yk95m4yp Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.