Magdalena Posted October 12, 2021 Share Posted October 12, 2021 კომპანია ASUS-მა წარადგინა რკალისებრი ფართო ფორმატის გეიმინგ მონიტორი TUF Gaming VG30VQL1A, რომელიც მიმდინარე წლის აგვისტოში გამოსულ, უფრო კომპაქტურ მოდელ VG28UQL1A-ს მოგვაგონებს. მონიტორს აქვს 30-დუიმიანი VA-მატრიცა, რომლის სიმრუდის რადიუსია 1500 მმ (1500R), გაფართოება შეადგენს 2560 × 1080 პიქსელს, რეაქციის დროა 1 მილიწამი, კადრის განახლების სიხშირე - 200 ჰერცი. მონიტორში რეალიზებულია ტექნოლოგია Extreme Low Motion Blur-ის (ELMB) მხარდაჭერა, რომელიც პასუხისმგებელია მოძრავი გამოსახულების გაბუნდოვნების შემცირებაზე. მწარმოებელმა კომპანიამ აგრეთვე მიუთითა, რომ მოწყობილობას აქვს ტექნოლოგია AMD FreeSync Premium-ს მხარდაჭერა, HDR10 და 127-პროცენტიანი sRGB ფერთა გამა. TUF Gaming VG30VQL1A მონიტორის ეკრანის სიკაშკაშის მაქსიმალური მაჩვენებელია 300 კდ/მ2. დისპლეის სტატიკური კონტრასტულობა შეადგენს 3000:1-ს. მონიტორის აღჭურვილობაში შედის ორი HDMI 2.0 და ერთი DisplayPort 1.2a. აგრეთვე ხელმისაწვდომია ორი USB 3.0 პორტი. კომპანია ASUS-ს ჯერჯერობით TUF Gaming VG30VQL1A მოდელის ფასი არ გამოუცხადებია. https://bit.ly/2YBs6tX Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.