Jump to content

ASUS-მა გამოუშვა 30-დუიმიანი რკალისებრი გეიმინგ მონიტორი TUF Gaming VG30VQL1A გაფართოებით 2K და კადრის განახლების სიხშირით - 200 ჰერცი


Recommended Posts

კომპანია ASUS-მა წარადგინა რკალისებრი ფართო ფორმატის გეიმინგ მონიტორი TUF Gaming VG30VQL1A, რომელიც მიმდინარე წლის აგვისტოში გამოსულ, უფრო კომპაქტურ მოდელ VG28UQL1A-ს მოგვაგონებს. 

image.jpeg 

მონიტორს აქვს 30-დუიმიანი VA-მატრიცა, რომლის სიმრუდის რადიუსია 1500 მმ (1500R), გაფართოება შეადგენს 2560 × 1080 პიქსელს, რეაქციის დროა 1 მილიწამი, კადრის განახლების სიხშირე - 200 ჰერცი. 

image.jpeg 

მონიტორში რეალიზებულია ტექნოლოგია Extreme Low Motion Blur-ის (ELMB) მხარდაჭერა, რომელიც პასუხისმგებელია მოძრავი გამოსახულების გაბუნდოვნების შემცირებაზე. მწარმოებელმა კომპანიამ აგრეთვე მიუთითა, რომ მოწყობილობას აქვს ტექნოლოგია AMD FreeSync Premium-ს მხარდაჭერა, HDR10 და 127-პროცენტიანი sRGB ფერთა გამა. 

image.jpeg 

 

TUF Gaming VG30VQL1A მონიტორის ეკრანის სიკაშკაშის მაქსიმალური მაჩვენებელია 300 კდ/2. დისპლეის სტატიკური კონტრასტულობა შეადგენს 3000:1-ს. მონიტორის აღჭურვილობაში შედის ორი HDMI 2.0 და ერთი DisplayPort 1.2a. აგრეთვე ხელმისაწვდომია ორი USB 3.0 პორტი. 

image.jpeg 

image.jpeg 

კომპანია ASUS-ს ჯერჯერობით TUF Gaming VG30VQL1A მოდელის ფასი არ გამოუცხადებია. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.