Magdalena Posted October 8, 2021 Posted October 8, 2021 კორპორაცია Microsoft-მა წარადგინა 20 წლის იუბილესადმი მიძღვნილი გეიმპადი პერსონალური კომპიუტერის, Xbox One-ისა და Xbox Series X/S-სთვის, აგრეთვე სადღესასწაულო თემა Xbox Series X/S-ისთვის. მანიპულატორი Anniversary Special Edition Xbox Wireless Controller ნოემბრიდან გაიყიდება. წყარო: Microsoft 20th Anniversary Special Edition Xbox Wireless Controller-ის დიზაინი მოგვაგონებს Xbox Debug-ის კონტროლერს. მას აქვს ნახევრად გამჭვირვალე კორპუსი, რომლის მიღმა ჩანს მოვერცხლილი შიდა კომპონენტები. მწვანე ღილაკი Xbox მიუთითებს Xbox-ის ორიგინალ ლოგოზე. მართვის ორგანოები გაფორმებულია კლასიკურ ფერში. გეიმპადი ფლობს Xbox Series X/S-ის კონტროლერის თანამედროვე ვერსიის ყველა მახასიათებელს გაუმჯობესებული ერგონომიკის, მცირე შეყოვნებისა და Share ღილაკის ჩათვლით. იგი თავსებადია პერსონალურ კომპიუტერთან, (Windows), Xbox One-თან, Xbox Series X/S-თან, აგრეთვე Android-სა და iOS-თან. აღსანიშნავია, რომ გეიმპადის Xbox Series X/S-თან დაკავშირებისას მომხმარებელი მიიღებს სადღესასწაულო დინამიურ თემა 20th Anniversary-ს, რომელიც იუბილეს ეძღვნება. მისი გაზიარება შესაძლებელია მეგობრებისთვის, თუმცა ამისთვის საჭიროა კონტროლერის მათ კონსოლებთან დაკავშირება. გაფორმების შეცვლის შემდეგ თემა ქრება, მისი ხელახალი გამოყენებისთვის საჭიროა გეიმპადის თავიდან დაკავშირება. წყარო: Microsoft 20th Anniversary Special Edition Xbox Wireless Controller-ის მიახლოებითი ფასი 83.60 აშშ დოლარია, აქსესუარი 15 ნოემბრიდან გაიყიდება. https://bit.ly/3Di6u4o 1 Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.