Jump to content

Bank of America-მ ოპტიმისტურად შეაფასა DeFi-სა და NFT-ის პერსპექტივები


Recommended Posts

image.jpeg 

ციფრული აქტივების ინდუსტრია შეიძლება გახდეს "ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ბაზარი" მომდევნო წლებში. ეს შეფასება წარმოადგინეს ფინანსურ კონგლომერატ Bank of America-ს  განყოფილების ანალიტიკოსებმა კვლევის ანგარიშში. 

მათი აზრით, "ციფრული აქტივების სამყარო", რომლის კაპიტალიზაცია 2 ტრილიონ აშშ დოლარზე მეტია და 200 მილიონზე მეტი მომხმარებელი ჰყავს "ძალიან დიდია იმისთვის, რომ დააიგნორონ". 

ექსპერტებმა აღნიშნეს, რომ Bitcoin, რომლის საერთო ღირებულება დაახლოებით 900 მილიარდი აშშ დოლარია, მასში მნიშვნელოვან ადგილს იკავებს, თუმცა ეკოსისტემა გაცილებით ფართოა. მის შემადგენელ ნაწილებს შორის მათ დაასახელეს "ტოკენები, რომლებიც მუშაობენ ოპერაციული სისტემების მსგავსად, დეცენტრალიზებული აპლიკაციები (dapps), ფიატებთან დაკავშირებული Stablecoin-ები, CBDC და NFT." 

მკვლევარებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ Ethereum-მა უზრუნველყო საჯაროდ ხელმისაწვდომი სმარტ-კონტრაქტების პლატფორმა ასობით dapp-ის შესაქმნელად, რომელაც შეუძლია გარდაქმნა ფინანსები, დაზღვევა, იურიდიული მომსახურება და ბევრი სხვა სფერო. 

”ციფრული აქტივები, რომლებიც პროგრამების შექმნის საშუალებას იძლევა, ყველაზე დიდი ღირებულებაა. ჩვენ გვჯერა, რომ შეიძლება არსებობდეს იმაზე უფრო მეტი შესაძლებლობა, ვიდრე სკეპტიკოსები ფიქრობენ, ” - ნათქვამია მოხსენებაში. 

Bank of America-ს ექსპერტებმა ყველაზე ინოვაციურ მიმართულებად დაასახელეს დეცენტრალიზებული ფინანსები (DeFi) და NFT. Dapp-ების წყალობით DeFi სექტორს შეუძლია „ფინანსური სერვისებით უზრუნველყოს საბანკო მომსახურებებს მოკლებული 1.7 მლრდ ადამიანი მხოლოდ სმარტფონის მეშვეობით“. 

„NTF ცვლის იმას, თუ ავტორები როგორ ურთიერთქმედებენ ფიატთან და იღებენ კომპენსაციას“ - აღნიშნეს მკვლევარებმა. 

სეგმენტის მკვეთრი ზრდა მოულოდნელი აღმოჩნდა ტრადიციული ბაზრების ბევრი მონაწილისთვის - აგვისტოში NFT-ის გაყიდვებმა მხოლოდ OpenSea მარკტფლეისზე 3 მლრდ აშშ დოლარს გადააჭარბა, შედარებისთვის, მთელი 2020 წლის ჯამური მაჩვენებელი 250 მლნ აშშ დოლარს შეადგენდა. 

Bank of America-ს ანალიტიკოსების აზრით ციფრული აქტივების ფართოდ გავრცელების მთავარი მოკლევადიანი რისკი არის მარეგულირებელი გაურკვევლობა. ზოგიერთმა ხელისუფლებამ, მაგალითად ჩინეთსა ან ინდოეთში, აკრძალა Bitcoin-ით და სხვა კრიპტოვალუტებით ვაჭრობა ამა თუ იმ ხარისხით. 

CBDC-ის გარდაუვალ გამოშვება ნიშნავს იმას, რომ სხვა ქვეყნებში კერძო ციფრული აქტივები შეიძლება გახდეს მარეგულირებლების სამიზნე, რომლებიც მათ მიიჩნევენ გადახდების და საკრედიტო სისტემების რისკებად, მიიჩნევენ მკვლევარები. 

”ჩვენი აზრით, მარეგულირებელი გაურკვევლობა არის ყველაზე დიდი მოკლევადიანი რისკი, მაგრამ რეგულირებამ შეიძლება ხელი შეუწყოს ინვესტორების უფრო აქტიურ მონაწილეობას გრძელვადიან პერსპექტივაში მას შემდეგ, რაც შეიქმნება ციფრული აქტივების განვითარება-გამოყენების წესები”, - ნათქვამია მოხსენების ავტორების მიერ. 

მიმდინარე წლის მარტში Bank of America აცხადებდა, რომ Bitcoin უსარგებლოა, როგორც დაგროვების საშუალება და მის ერთადერთ ფასეულობას კურსის ზრდა წარმოადგენს. 

ივლისში კონგლომერატმა შექმნა ციფრული აქტივების შემსწავლელი გუნდი და გახსნა ფიუჩერსებით ვაჭრობა ციფრული ოქროს ბაზაზე. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.