Jump to content

Recommended Posts

Posted

პროცესორი M1X ჩაანაცვლებს პირველ ჩიპ Apple M1-ს ამერიკული კომპანიის საკუთარი წარმოების კომპიუტერებში და შემოგვთავაზებს ბევრ საინტერესო დეტალს. ისევე, როგორც წინა ჯერზე, იგი წარმოდგენილი იქნება ორ ვარიანტად და ამჯერად მათ შორის სხვაობა შესაძლოა მეტად შესამჩნევი იყოს. 

M1-ს გააჩნია კონფიგურაციები 7 და 8 ბირთვით. ახალ M1X ჩიპს ექნება 16 და 32 ბირთვი მოდიფიკაციების შესაბამისად. ახალი MacBook Pro-ს გამოსვლა მოსალოდნელია ოქტომბერში, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, წარმოდგენილი იქნება თუ არა ყველაზე მძლავრი პროცესორი როგორც 16-დუიმიან, ისევე 14-დუიმიან ლეპტოპებში. 

image.jpeg 

M1 ჩიპი ცენტრალური პროცესორის 8 ბირთვით და 7 გრაფიკული ბირთვით მოცემული იქნება მხოლოდ MacBook Air-ში, რომლის ფასია 999 აშშ დოლარი. 8-ბირთვიანი გრაფიკული პროცესორის მქონე მოდელის ფასი იქნება 1249 აშშ დოლარი. ამგვარი დიფერენციაცია გამოყენებულ იქნა iMac-ში, სადაც გრაფიკული პროცესორის 1 ბირთვში სხვაობა 200 აშშ დოლარად შეფასდა. 

ცოტა ხნის წინ მსგავსი სხვაობა დაფიქსირდა Apple-ის მობილურ მოწყობილობებშიც. A15 Bionic iPhone 13-სა და iPhone 13 mini-ს აქვთ 4 გრაფიკული ბირთვი, ორ უფროს მოდელს კი - 5 ბირთვი. ამაში დამნაშავე შესაძლოა იყოს პროცესორების დეფიციტი, რომლის გამოც ერთი გამომთვლელი ბირთვი უნდა გამორთულიყო ნაკლებად წარმატებულ ეგზემპლარებში. 

შესაძლოა, რომ ყველაზე მძლავრი პროცესორი წარმოდგენილი იყო მხოლოდ 16-დუიმიან ლეპტოპში. გაზრდილი წარმადობა ნიშნავს გაზრდილ თბოგამოყოფას, რომელსაც უფრო დიდი ზომის მოწყობილობა უკეთ უმკლავდება. ცენტრალური პროცესორების ბირთვების რაოდენობა ორივე შემხვევაში იდენტური იქნება. 8 მათგანი იქნება მაღალი წარმადობის, 2 კი - ეკონომიური. 

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.