Jump to content

საინფორმაციო მედია: ჰაკერებმა Coinbase-ის მომხმარებლების ათასობით ექაუნთი გატეხეს


Recommended Posts

image.jpeg 

უცნობმა ჰაკერებმა გატეხეს კრიპტო ბირჟა Coinbase-ის დაახლოებით 6 ათასი ექაუნთი. მათ გამოიყენეს დაუცველობა SMS-ის მეშვეობით ორფაქტორიანი აუთენტიფიკაციისთვის გვერდის ავლით, წერს Bleeping Computer. 

გამომცემლობამ გამოაქვეყნა დაზარალებულების შესახებ წერილი, რომელშიც საუბარია 2021 წლის მარტში მომხდარ მასშტაბურ შეტევაზე. შეტევისთვის საჭირო იყო ელ.ფოსტის მისამართი წვდომით, პაროლი და მასთან დაკავშირებული ტელეფონის ნომერი. 

კომპანიამ აღიარა, რომ დაუცველობა დაკავშირებული იყო SMS ვერიფიკაციასთან, რის გამოც ჰაკერებმა მიიღეს ავტორიზაციის ტოკენები სმარტფონზე წვდომის გარეშე. ხარვეზი უკვე გამოსწორებულია. 

სავაჭრო პლატფორმამ საკუთარ თავზე აიღო შეტევაზე პასუხისმგებლობა და პირობა დადო, რომ მოახდენს მომხმარებლების ზარალის კომპენსირებას, რადგანაც გატეხილი ექაუნთები დაცული იყო Coinbase-ის რეკომენდაციებით. 

„ჩვენ შევავსებთ თქვენს ანგარიშებს ინციდენტის დროს დაუსაბუთებლად ამოღებული ვალუტის ღირებულების ტოლფასი თანხით. ზოგიერთმა მომხმარებელმა უკვე მიიღო კომპენსაცია. ჩვენ ვზრუნავთ, რომ ყველა დაზარალებულმა მომხმარებელმა მიიღოს ზარალის კომპენსაცია. ცვლილებები თქვენს ექაუნთებზე დღის ბოლომდე აისახება“ - ნათქვამია ბირჟის შეტყობინებაში. Coinbase-ს არ დაუკონკრეტებია რომელ ვალუტაში მოხდება კომპენსირება. ფიატის ჩარიცხვისა და მოგების მიღების შემთხვევაში მომხმარებლებს გადასახადის გადახდა მოუწევთ. 

შეგახსენებთ, აგვისტოში Coinbase-მა შეცდომით გაუგზავნა წერილები მომხმარებლებს, რომლებიც აცნობებდნენ მათ ორფაქტორიანი ავტორიზაციის პარამეტრების შეცვლის შესახებ. დაახლოებით 125 ათასმა მომხმარებელმა მიიღო ასეთი შეტყობინება. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.