Jump to content

Honor-ის პირველი დასაკეცი სმარტფონი შესაძლოა უახლოეს მომავალში გამოვიდეს


Recommended Posts

image.jpeg 

გარკვეული დრო გავიდა მას შემდეგ, რაც გავრცელდა ცნობები, რომ გამოვიდოდა Honor-ის დასაკეცი სმარტფონი. ამჯერად არსებული უახლესი ინფორმაციის თანახმად დასაკეცი სმარტფონი, სახელწოდებით Honor Magic X შესაძლოა უახლოეს დროში - მიმდინარე წლის ბოლომდე გამოვიდეს. 

ეს ინფორმაცია გავრცელდა Huawei-ს თაყვანისმცემლებისგან სოციალურ ქსელ Weibo-ს მეშვეობით. მის მიხედვით სამომავლო დასაკეცი სმარტფონი აგებული იქნება Huawei Mate X2-ის ანალოგიურად. 

Honor თავაპირველად გამოჩნდა, როგორც Huawei-ს შვილობილი ბრენდი, ამიტომ არსებობს აზრი, რომ ორივე კომპანია ჯერ კიდევ იზიარებს ერთმანეთის ტექნიკურ ინფორმაციას და რადგან Mate X2 საკმაოდ ღირსეული დასაკეცი ტელეფონი, ნაკლებად სავარაუდოა, რომ მომხმარებლების უმეტესობა იმედგაცრუებული დარჩეს Honor-ის სიახლით. 

რაც შეეხება სხვა ინფორმაციას, რომელსაც წყარო გვიზიარებს, გულისხმობს, რომ დასაკეცი სმარტფონი დიდი ალბათობით მიმდინარე წლის ბოლომდე გამოვა. ეს პოტენციური თარიღი ემხვევა ჯერ კიდევ თებერვალში გავრცელებულ ხმებს. 

მ დროისთვის არსებული ცნობებით ეკრანის ზომა გაშლილ მდგომარეობაში 8 დუიმია, რაც შეესაბამება Huawei Mate X2-ის ზომას. ინსაიდერი ამტკიცებს, რომ ტელეფონი იმუშავებს პროცესორ Snapdragon 888-ზე ან Snapdragon 888 Plus-ზე. 

Honor-ის ინჟინრები აქ გაჩერებას არ აპირებენ: ვრცელდება ხმები, რომ ისინი აგრეთვე ქმნიან დასაკეც სმარტფონს Motorola Razr-ისა და Samsung Galaxy Z Flip 3-ის სტილში. 

image.jpeg 

დასაკეცი სმარტფონები ამჟამად ახალ იდეას არ წარმოადგენს, თუმცა, როგორც ჩანს, 2021 წლის შუა პერიოდი ერთგვარი გარდამტეხი მომენტია - ეს ფორმ-ფაქტორი ექსპერიმენტიდან შესაძლოა გარდაიქმნას ისეთ მოწყობილობად, რომელზეც რიგითი მომხმარებლები გააკეთებენ არჩევანს. 

იმის გათვალისწინებით, რომ Honor, Google და დასაკეცი სმარტფონების წარმოებით დაინტერესებული სხვა კომპანიები, როგორც მოსალოდნელია, მალე ჩაერთვებიან ბრძოლაში, წარმოდგენილი იქნება ფართო არჩევანი. უახლოეს მომავალში ვნახავთ, რომ ამ მოწყობილობების გაყიდვებმა მიაღწია ბაზრის მნიშვნელოვან წილს. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.