Magdalena Posted October 4, 2021 Posted October 4, 2021 ინტერნეტ-წყაროებმა Lenovo-ს ვებ-გვერდზე აღმოაჩინეს მოწყობილობა Legion Play-ს რენდერები, ეს არის პორტატული კონსოლი, რომელიც კომპანიას ჯერჯერობით ოფიციალურად არ წარუდგენია. არ არის გამორიცხული, რომ ამ გაჯეტის შესახებ ცნობები ახლო მომავალში გავრცელდეს. ფოტოების წყარო: liliputing.com როგორც ფოტოებიდან ჩანს, კონსოლის ეკრანის მარჯვენა და მარცხენა მხარეებზე თამაშის მართვის ორგანოებია მოცემული. ესენია ორი ანალოგური ჯოისტიკი, D-Pad პანელი და X, Y, A, B ღილაკების მასივი. გარდა ამისა, გათვალისწინებულია ზედა ტრიგერები და მთელი რიგი ფუნქციონალური ღილაკები. კორპუსის ქვედა ნაწილში მოცემულია სიმეტრიული USB Type-C პორტი, 3.5-მილიმეტრიანი სტანდარტული აუდიოკონექტორი და მიკროფონის ჭრილი ვირტუალურ სივრცეში ხმოვანი ჩატების განსახორციელებლად. პროგრამული პლატფორმის სახით გამოყენებული იქნება ოპერაციული სისტემა Android სპეციალურად შემუშავებული ინტერფეისით. ხელმისაწვდომია აპლიკაციები Google Play, YouTube-სერვისები, Google Drive და ა.შ. გაჯეტს სავარაუდოდ არ ექნება ფიჭური კავშირების მხარდაჭერა, ამიტომ მომხმარებლებს მოუწევთ დაკმაყოფილდნენ Wi-Fi-სა და Bluetooth-ით დაკავშირებით. კონსოლ Lenovo Legion Play-ს ანონსის თარიღისა და ფასის შესახებ ამჟამად ცნობილი არაფერია. https://bit.ly/3kZX7jr Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.