Jump to content

POCO C31-ის წარდგენა: MediaTek Helio G35 SoC, სამი კამერა და 5000 მა/სთ ბატარეა


Recommended Posts

Poco-მ გააფართოვა C-სერიის პროდუქტების ხაზი და წარადგინა სმარტფონი Poco C31. Poco C31 - ეს არის დაბალბიუჯეტური შემოთავაზება Poco-სგან, რომელიც წარმოდგენილია 6.53-დუიმიანი თხევადკრისტალური IPS დისპლეით. სმარტფონს აქვს რვაბირთვიანი პროცესორი Helio G35. უკანა პანელზე მოცემულია თითის ანაბეჭდის სკანერი. Poco C31 მოდელის სხვა ძირითადი მახასიათებლები მოიცავს 13-მეგაპიქსელიან სამ კამერას, აქვს 4 გბ ოპერატიული მეხსიერება, 64 გ შიდა მეხსიერება და 5000 მა/სთ მოცულობის ბატარეა. 

image.jpeg 

Poco C31-ის ფასი 115 აშშ დოლარიდან იწყება. ამ ვერსიას ექნება 3 გბ ოპერატიული + 32 გბ მუდმივი მეხსიერება. Poco C31 ვარიატი 4+64 გბ მეხსიერებით ღირს 128 აშშ დოლარი. მოწყობილობა ხელმისაწვდომია ფერებში - Royal Blue და Shadow Grey. 

Poco C31-ს აქვს 6.53-დუიმიანი IPS დისპლეი HD+ გაფართოებითა და 20:9 გვერდების შეფარდებით. სმარტფონი მუშაობს Helio G35 ჩიპსეტზე, აგრეთვე აქვს P2i ნანოსაფარი შხეფებისგან დაცვისთვის. 

მოწყობილობას აქვს 4 გბ ოპერატიული და 64 გბ ინტეგრირებული მეხსიერება. მეხსიერების მოცულობის გაზრდა შესაძლებელია 512 გბ-მდე microSD ბარათის მეშვეობით. რაც შეეხება უსაფრთხოებას, სმარტფონს გააჩნია თითის ანაბეჭდის სკანერი უკანა პანელზე, აგრეთვე მხარდაჭერილია სახის ამოცნობის ტექნოლოგია. Poco C31 აღჭურვილია სამი კამერით, ძირითადი კამერა 13-მეგაპიქსელიანია, ხელმისაწვდომია 2-მეგაპიქსელიანი სიღრმის სენსორი და 2-მეგაპიქსელიანი მაკროობიექტივი. 

C31 მოდელის უკანა პანელზე განთავსებულია 5-მეგაპიქსელიანი სელფი-კამერა f / 2.2 დიაფრაგმით. მოწყობილობას აქვს 5000 მა/სთ მოცულობის ბატარეა. დაკავშირების კუთხით ხელმისაწვდომია ისეთი ფუნქციები, როგორებიცაა ორი SIM-ბარათის მხარდაჭერა, 4G VoLTE, Wi-Fi 802.11 b/g/n/ac, Bluetooth v.5, GPS, 3.5-მილიმეტრიანი აუდიოკონექტორი და microUSB პორტი. სმარტფონის ზომაა 164.9 × 77.1 × 9 მმ და იწონის 194 გრამს. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.