Magdalena Posted October 1, 2021 Share Posted October 1, 2021 საინტერესო ცნობა გააჟღერა ტავანურმა ვებ-გვერდ DigiTimes-მა. წყაროს ინფორმაციის თანახმად დედა დაფების მწარმოებლები ელოდებიან „დაამზადე შენ თვითონ“ ბაზრის სეგმენტის გამოცოცხლებას მეოთხე კვარტალში, თუმცა თავიანთ მოლოდინებს უკავშირებენ არა ახალი Intel Alder Lake პროცესორების გამოსვლას, არამედ Intel-ისა და AMD-ის პროცესორებზე ამჟამინდელი ფასების შემცირებას. ფოტოს წყარო: DigiTimes ინტერნეტ-წყაროები ამ დრომდე პერიოდულად საუბრობდნენ Intel-სა და AMD-ს შორის ფასების ომზე სერვერულ სეგმენტში, სადაც პირველ მათგანს ჯერჯერობით არაფერი გააჩნია უახლეს EPYC პროცესორებთან დასაპირისპირებლად წარმადობისა და ფლობის ჯამური ფასის შეფარდების თვალსაზრისით. ამჟამად ტაივანური ვებ-გვერდი პირდაპირ მიანიშნებს, რომ წინ არის დესკტოპ სეგმენტის პროცესორებზე ფასების კლება და ეს ხდება იმ დროს, როდესაც ირგვლივ ყველაფერი ძვირდება. ბოლო კვარტალური ანგარიშგების ღონისძიებაზე Micron Technology-ს ხელმძღვანელობამ განაცხადა, რომ მომდევნო წელს კომპონენტების დეფიციტი ოდნავ შესუსტდება, მაგრამ მისი სრულად დამარცხება შესაძლებელი იქნება არა უადრეს 2023 წლისა. Barron's-სთან ინტერვიუში Micron Technology-ის ბიზნეს-დირექტორმა Sumit Sadana-მ თქვა, რომ ნახევარგამტარი კომპონენტების წარმოების მოცულობის გაზრდას, როგორც წესი, მინიმუმ ცხრა თვე სჭირდება. ფოტოს წყარო: Micron როგორც ჩანს, მთელ რიგ ინდუსტრიებში მოთხოვნა იზრდება უსწრაფესი ტემპით და მწარმოებლებს უბრალოდ არ აქვთ დრო სიმძლავრეების გასაზრდელად. ამ მიზეზით ხდება ჩიპების დეფიციტის პრობლემის გადაჭრის მუდმივად გადავადება და მასში არ არის გათვალისწინებული სხვადასხვა ფორსმაჟორული გარემოებები, როგორებიცაა ლოქდაუნი, სტიქიური უბედურებები და აღჭურვილობის მიწოდების შეფერხება ლოჯისტიკის დარღვევის გამო. https://bit.ly/3F5ZJo0 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.