Jump to content

დედა დაფების მწარმოებლები პროცესორების ფასების შემცირებას ელოდებიან


Recommended Posts

საინტერესო ცნობა გააჟღერა ტავანურმა ვებ-გვერდ DigiTimes-მა. წყაროს ინფორმაციის თანახმად დედა დაფების მწარმოებლები ელოდებიან „დაამზადე შენ თვითონ“ ბაზრის სეგმენტის გამოცოცხლებას მეოხე კვარტალში, თუმცა თავიანთ მოლოდინებს უკავშირებენ არა ახალი Intel Alder Lake პროცესორების გამოსვლას, არამედ Intel-ისა და AMD-ის პროცესორებზე ამჟამინდელი ფასების შემცირებას. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: DigiTimes 

ინტერნეტ-წყაროები ამ დრომდე პერიოდულად საუბრობდნენ Intel-სა და AMD-ს შორის ფასების ომზე სერვერულ სეგმენტში, სადაც პირველ მათგანს ჯერჯერობით არაფერი გააჩნია უახლეს EPYC პროცესორებთან დასაპირისპირებლად წარმადობისა და ფლობის ჯამური ფასის შეფარდების თვალსაზრისით. ამჟამად ტაივანური ვებ-გვერდი პირდაპირ მიანიშნებს, რომ წინ არის დესკტოპ სეგმენტის პროცესორებზე ფასების კლება და ეს ხდება იმ დროს, როდესაც ირგვლივ ყველაფერი ძვირდება. 

ბოლო კვარტალური ანგარიშგების ღონისძიებაზე Micron Technology-ს ხელმძღვანელობამ განაცხადა, რომ მომდევნო წელს კომპონენტების დეფიციტი ოდნავ შესუსტდება, მაგრამ მისი სრულად დამარცხება შესაძლებელი იქნება არა უადრეს 2023 წლისა. Barron's-სთან ინტერვიუში Micron Technology-ის ბიზნეს-დირექტორმა Sumit Sadana-მ თქვა, რომ ნახევარგამტარი კომპონენტების წარმოების მოცულობის გაზრდას, როგორც წესი, მინიმუმ ცხრა თვე სჭირდება. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: Micron 

როგორც ჩანს, მთელ რიგ ინდუსტრიებში მოთხოვნა იზრდება უსწრაფესი ტემპით და მწარმოებლებს უბრალოდ არ აქვთ დრო სიმძლავრეების გასაზრდელად. ამ მიზეზით ხდება ჩიპების დეფიციტის პრობლემის გადაჭრის მუდმივად გადავადება და მასში არ არის გათვალისწინებული სხვადასხვა ფორსმაჟორულ გარემოებებ, როგორებიცაა ლოქდაუნი, სტიქიური უბედურებები და აღჭურვილობის მიწოდების შეფერხება ლოისტიკის დარღვევის გამო. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.