Magdalena Posted September 29, 2021 Share Posted September 29, 2021 კერძო კოსმოსურმა კომპანია Blue Origin-მა გამოაცხადა კოსმოსურ ხომალდ New Shepard-ის შემდეგი ტურისტული სუბორბიტალური გაშვების თარიღი - 12 ოქტომბერი. ამის შესახებ კომპანიის ვებ-გვერდზეა ნათქვამი, იუწყება პორტალი Space.com. კოსმოსში ოთხკაციანი ეკიპაჟი გაემგზავრება. ფოტოს წყარო: Blue Origin „დღეს Blue Origin-მა დააანონსა ხომალდ New Shepard-ის მე-18 მისია. იგი გაიმართება სამშაბათს, 12 ოქტომბერს. ხომალდით გაფრინდება ოთხი ასტრონავტი, მათ შორისაა Chris Boshuizen – NASA-ს ყოფილი ინჟინერი და Planet Labs-ის თანადამფუძნებელი, აგრეთვე Glen de Vries - კომპანია Dassault Systemes-ის ჯანდაცვის დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე და კომპანია Medidata-ს თანადამფუძნებელი“ - ნათქვამია კომპანიის შეტყობინებაში, სადაც აგრეთვე განმარტებულია, რომ დანარჩენი ორი ასტრონავტის ვინაობა მოგვიანებით გახდება ცნობილი. ადრე გავრცელდა ხმა, რომ ეკიპაჟის ერთ-ერთი წევრი ოქტომბრის მისიაში შესაძლოა ყოფილიყო მსახიობი William Shatner, რომელმაც ვარსკვლავთმფრენ „Enterprise”-ის კაპიტან ჯეიმს კირკის როლი ითამაშა Star Trek-ში. თუმცა ეს ინფორმაცია ჯერ არ დადასტურებულა. Chris Boshuizen (მარცხნივ) და Glen de Vries (მარჯვნივ) რაკეტის წინა პილოტირებული ფრენა შედგა 20 ივლისს, მასში მონაწილეობდა კომპანია Blue Origin-ის მფლობელი ჯეფ ბეზოსი. მას თან ახლდა ძმა მარკი, 82 წლის მფრინავი Wally Funk, აგრეთვე 18 წლის Oliver Daemen, რომელიც Blue Origin-ზე აუქციონზე გამარჯვების შედეგად მოხვდა. მგზავრმა, რომელმაც ბილეთი 28 მლნ აშშ დოლარად იყიდა, გადაწყვიტა მონაწილეობა New Shepard-ის მორიგ მისიაში მიეღო - მან ადგილი დაუთმო მეორე ადგილის მფლობელ პირს - ოლივერის მამას. New Shepard-ის მორიგი ფრენა გაგრძელდება დაახლოებით 11 წუთი, მის ფარგლებში კაფსულა აფრინდება დედამიწის ზედაპირიდან 100 კილომეტრზე მაღლა და გადალახავს ე.წ. კარმანის ხაზს, რომელიც მიიჩნევა დედამიწის ატმოსფეროსა და კოსმოსს შორის საზღვრად. კოსმოსური ტურისტები უწონადობაში დაახლოებით 3 წუთს გაატარებენ, რის შემდეგ უკან დედამიწაზე დაბრუნდებიან. კომპანია სუბორბიტალური ფრენების ბილეთებს თავის ვებ-გვერდზე ყიდის, თუმცა ბილეთის საჯარო ფასი ჯერ არ გახმაურებულა. https://bit.ly/3CQhs0B Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.