Magdalena Posted September 17, 2021 Posted September 17, 2021 Kioxia-მ განაცხადა, რომ უშვებს FL6 სერიის ახალ მყარ დისკებს მაღალსიჩქარიანი მეხსიერებით. მეხსიერების ეს ახალი სისტემა დამყარებულია Kioxia BiCS 3D flash ტექნოლოგიაზე 1-ბიტიანი SLC XL-Flash უჯრედით, რაც Kioxia-ს აზრით, უზრუნველყოფს უფრო იაფი და სწრაფი SSD-ების წარმოებას, ვიდრე არის Intel Optane 3D XPoint-ით. ახალ ტექნოლოგიაზე კომპანია თითქმის ორი წელია მუშაობს. სამწუხაროდ, Kioxia-ს არ გაუზიარებია დეტალური მახასიათებლები. Kioxia-ს ახალი SSD SCM განკუთვნილია საწარმოებსა და მონაცემთა დამუშავების ცენტრებში გამოყენებისთვის, რათა უზრუნველყოფილ იქნას მეტი წარმადობა და ნაკლები შეფერხება TLC-ზე დამყარებულ სტანდარტულ მონაცემთა სანახ სივრცეებთან შედარებით. FL6 სერიაში მხარდაჭერილია PCIe Gen 4.0 და NVMe 1.4 ინტერფეისები. FL6 დისკები გათვლილია დისკზე დღეში 60 ოპერაციაზე (DWPD), მათი მოცულობა შეადგენს 800 გბ-დან 3.2 ტერაბაიტს. ფლეშ-მეხსიერებას გააჩნია ფლეშ-მეხსიერების მეტი დამოუკიდებელი სივრცე, რომელთაც შეუძლიათ ერთდროულად მოახდინონ რეაგირება მონაცემების მოთხოვნაზე პარალელიზმისა და წარმადობის გაუმჯობესებისთვის. XL-Flash იყენებს არსებულ BiCS ფლეშ-მეხსიერებას SLC რეჟიმში, რაც იმას ნიშნავს, რომ ის ინახავს უჯრედზე მხოლოდ ერთ ბიტს, რათა გაიზარდოს წარმადობის დონე. ახალ Kioxia FL6 მყარ დისკებში გამოყენებულია NAND ტექნოლოგია, ამიტომ ეს დისკები უნდა იყოს უფრო ხელმისაწვდომი, ვიდრე მონაცემთა ცენტრებისთვის განკუთვნილი მათი კონკურენტი Intel Optane სანახი სივრცეები. https://bit.ly/3nxxiJ8 Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.