Magdalena Posted September 15, 2021 Share Posted September 15, 2021 კომპანია Biostar ამზადებს დედა დაფა TZ590-BTC Duo-ს Intel Z590 სისტემური ლოგიკის ბაზაზე. დაფა უნივერსალური გახდება მაინერებისთვის, რომლებიც გრაფიკულ ამაჩქარებლებს ან მყარ დისკებს იყენებენ, მაგალითად, Chia-ს მოპოვებისთვის. ფოტოს წყარო: Biostar დაფა დამზადებულია სტანდარტულ ATX ფორმ-ფაქტორში, აქვს გაგრილების სისტემა, ოთხი DIMM სლოტი უზრუნველყოფს 128 გბ-მდე DDR4 მეხსიერების დაყენებას. ხელმისაწვდომია გიგაბიტური ქსელის ადაპტერი Intel I219V, აუდიოკოდეკი Realtek ALC887, კონექტორები USB 3.2 Gen1 და USB 2.0, ვიდეო ინტერფეისები HDMI და D-Sub. დაფა დამზადებულია „ფერმაში“ მუშაობისთვის, რომელსაც ექნება კვების ორი ბლოკი და და აღჭურვილია წყვილი 24-პინიანი კონექტორებით. მაგრამ მთავარი განსაკუთრებული მახასიათებელია PCIe და SATA კონექტორების რაოდენობა. დაფაზე ხელმისაწვდომია ცხრა PCIe კონექტორი, ერთ-ერთი მათგანი მეოთხე თაობისაა, ფიზიკურად სრული ზომის არის, თუმცა მხარდაჭერილი აქვს მხოლოდ 8 ხაზი. დანარჩენი რვა PCIe კონექტორი მე-3 თაობისაა და აქვთ 1 ხაზის მხარდაჭერა. SSD-ს დაკავშირებისთვის გათვალისწინებულია ოთხი M.2 კონექტორი, ორი PCIe 4.0x4 და ორი PCIe 3.0x4, აგრეთვე ათი კონექტორი SATA III. დაფის გაყიდვაში გამოსვლის თარიღი და ფასი ჯერჯერობით არ გახმაურებულა. https://bit.ly/3tBXfIF Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.