Magdalena Posted September 10, 2021 Share Posted September 10, 2021 გასულ კვირას New York Times-მა გამოაქვეყნა ანგარიში Bitcoin-ის მოპოვებისას ელექტროენერგიის გამოყენების შესახებ. ანგარიშში საუბარია, თუ რა გავლენას ახდენს კრიპტოვალუტის მოპოვება გარემოზე. NYT-მა განაცხადა, რომ Bitcoin-ის მოპოვებისას გამოყენებული ენერგიის მოცულობა დაახლოებით ათჯერ, 91 ტერავატი/სთ-მდე გაიზარდა ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, რაც მსოფლიოში მოხმარებული ელექტროენერგიის თითქმის 0.5 პროცენტს შეადგენს. ეს მაჩვენებელი უფრო მეტია, ვიდრე ცალკეული ქვეყნების, მაგალითად ფინეთის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის მოცულობა. რა თქმა უნდა, ეს არ არის სიახლე. Bitcoin-ის გარემოზე ზემოქმედება მრავალი წლის განმალობაში ექცეოდა კრიტიკის ქვეშ, მისი მოწინააღმდეგეები კი აცხადებდნენ, რომ ციფრულ ვალუტაზე ამდენი ენერგიის ხარჯვა ფუჭად ხარჯიანია მით უმეტეს იმის გათვალისწინებით, რომ ამ ენერგიის დიდი ნაწილი გამომუშავდება ნახშირწყალბადის ან ნახშირის წვის შედეგად. გასათვალისწინებელია გარემოზე ზემოქმედების სხვა ფაქტორებიც, მაგალითად სიჩქარე, რომლითაც მაინერებს მწყობრიდან გამოყავთ შესაბამისი აღჭურვილობა. NYT ამტკიცებს, რომ მაინინგის ელექტრო ნარჩენების შემცირება და განახლებადი ენერგიის წყაროებზე გადასვლაც კი არ იქნება საკმარისი იმისთვის, რომ გამართლებულ იქნას ასეთი მოცულობის ენერგიის გამოყენება. თუმცა, ბოლო პერიოდში მაინინგში განახლებადი ენერგიის წყაროების გამოყენების მასშტაბი მუდმივად იზრდება. „მთელ მსოფლიოში მაინინგისას გამოყენებული აღდგენადი ენერგიის რესურსის მაჩვენებელი 40-დან თითქმის 75 პროცენტამდე მერყეობს“ - ნათქვამია New York Times-ის შეტყობინებაში. https://bit.ly/38OtRFB Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.