Jump to content

SEC დაიწყებს DeFi-ტრანზაქციებზე თვალყურის დევნებას


Recommended Posts

image.png 

აშშ-ის ფასიანი ქაღალდების და ბირჟის კომისიამ (SEC) დადო ხელშეკრულება ანალიტიკურ კომპანია AnChain.AI-სთან დეცენტრალიზებული ფინანსების (DeFi) სექტორის მონიტორინგისა და რეგულირების მიზნით, აცხადებს Forbes. 

კონტრაქტის საწყისი თანხა 125 ათას აშშ დოლარს შეადგენს. აგრეთვე გათვალისწინებულია თითოეული 125 ათასი აშშ დოლარის ღირებულების ხუთი ცალეკული წლიური ოფციონი, ჯამური თანხა 625 ათას აშშ დოლარს შეადგენს. 

„SEC მეტად დაინტერესებულია იმის გაგებით, თუ რა ხდება სმარტ-კონტრაქტების საფუძველზე არსებული ციფრული აქტივების სამყაროში. ამიტომ ჩვენ მას წარვუდგენთ სმარტ-კონტრაქტების ანალიზისა და თვალყურის დევნებისთვის საჭირო ტექნოლოგიას“ - განმარტა AnChain.AI-ს თანადამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა ვიქტორ ფანგმა. 

ხელოვნური ინტელექტისა და მანქანური სწავლების სფეროებში მოქმედი სტარტაპი სპეციალიზებულია კრიპტო ბირჟებზე, DeFi-პროტოკოლებსა და ტრადიციულ ფინანსურ დაწესებულებებში უკანონო ტრანზაქციების გამორკვევაზე. 

DeFi-პროექტებში ტოკენების ჯამური კაპიტალიზაცია 122 მლრდ აშშ დოლარს აჭარბებს (CoinGecko-ს თანახმად), უმსხვილეს დეცენტრალიზებულ ბირჟა Uniswap-ზე ვაჭრობის დღიური მოცულობა კი 1.8 მლრდ აშშ დოლარს აწევს. ბევრ გარიგებაში მონაწილეობს მონეტები, რომლებიც შესაძლოა კვალიფიცირდებოდეს როგორც ფასიანი ქაღალდები, თავად სავაჭრო პლატფორმები კი ხდება სულ უფრო რთული, - აღნიშნა ფანგმა. 

რეალურად Uniswap წარმოადგენს „30 აასი ცალკეული სმარტ-კონტრაქტების მიქსს, რომლებიც ასრულებენ კიდეც ტოკენების ფაქტობრივ გაცვლას“ - განაცხადა მან. 

აგვისტოს დასაწყისში SEC-ის ხელმძღვანელმა გარი გენსლერმა გაფრთხილება გასცა DeFi რეგულაციის გაძლიერების შესახებ. მოგვიანებით მან ხაზი გაუსვა, რომ პროექტების დეცენტრალიზებული ხასიათი არ იძლევა იმუნიტეტს სააგენტოს ზედამხედველობისგან. 

შეგახსენებთ, ადრე SEC-ის კომისარმა ჰესტერ პირსმა მოსაზრება გამოთქვა, რომ გაშვების მომენტიდან მხოლოდ სრული დეცენტრალიზაცია არის DeFi პროექტების ერთადერთი იმედი, რომ თავიდან აიცილონ რეგულირება. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.