Jump to content

კრიპტო ბანკმა Avanti-მ განაცხადი შეიტანა ფედერალური რეზერვების სისტემის წევრობაზე


Recommended Posts

image.png 

Avanti იყო პირველი კრიპტო ბანკი, რომელმაც განაცხადი შეიტანა აშშ-ის ფედერალური რეზერევების სისტემის წევრობაზე. ამის შესახებ განაცხადა ბანკის აღმასრულებელმა დირექტორმა და დამფუძნებელმა ქეითლინ ლონგმა. 

Avanti-ში აღნიშნეს, რომ ახალი განაცხადი განსხვავდება წინა თხოვნისგან, რომ კომპანიას წვდომა მიეცეს ფედერალური სარეზერვო სისტემის საგადახდო სისტემაზე master account-ის მეშვეობით. ეს თხოვნა შეტანილი იქნა 2020 წლის ოქტომბერში და ამ დრომდე განხილვაში იმყოფება. 

Avanti ზუსტად შეესაბამება წევრობისა და საგადახდო სისტემაზე წვდომის მოთხოვნებს. ფედერალურ სარეზერვო სისტემაში მონაწილეობის განაცხადის შეტანით კომპანია იღებს იმას, რაც უკვე არაოფიციალურად არის მიღებული, კერძოდ იმავე კაპიტალის რეგულირება, შესაბამისობა და ზედამხედველობის ექსპერტიზის სტანდარტებ, რაც ვრცელდება ტრადიციულ ბანკებზე. მიმართვის დამტკიცებით ფედერალური ბანკი გახსნის წვდომას რეგულაციებსა და ციფრული აქტივების ინდუსტრიის სხვა უფლებამოსილ პირებზე, ” - ნათქვამია პრეს-რელიზში. 

კომპანიამ განაცხადი შეავსო 2021 წლის 5 აგვისტოს, მაგრამ განცხადება გააკეთა მხოლოდ გასულ შაბათს მას შემდეგ, რაც ინფორმაცია ამის შესახებ გამოქვეყნდა The Wall Street Journal-ში. გაზეთმა აღნიშნა ბანკის ლობისტების ძალისხმევა, რომლებიც ცდილობენ ციფრული აქტივების კომპანიების დაბლოკვას გადახდის სერვისებზე პირდაპირი წვდომისგან. 

მჟამად ისეთ ორგანიზაციებს, როგორებიცაა Avanti და Kraken, თანამშრომლობა უწევთ ტრადიციულ ბანკებთან, რომლებიც მასტერ-ანგარიშებს ფლობენ ფედერალურ სარეზერვო სისტემაში. 

საბანკო ინდუსტრიის ზოგი წარმომადგენელი ამტკიცებს, რომ კრიპტო ინდუსტრია ძალიან ახალგაზრდაა და მისი მონაწილეები ვერ აკმაყოფილებენ ფულის გათეთრებისა და სხვა უკანონო ქმედებების წინააღმდეგ ბრძოლისთვის აუციელებელ სტანდარტებს. 

„გონივრულია იმის მოლოდინი, რომ ასეთი განმცხადებლები წარმოადგენენ გაზრდილ რისკებს ფულის გათეთრების, კიბერუსაფრთხოების, მომხმარებელთა და რესურსების დაცვის, ასევე საიმედოობის თვალსაზრისით", - ნათქვამია საბანკო პოლიტიკის ინსტიტუტის წერილში, რომელიც წარმოადგენს აშშ-ის მსხვილი საკრედიტო ორგანიზაციების ინტერესს. 

ეითლინ ლონგმა ბანკების პოზიციას ფარისევლური უწოდა. მისი ქმით, ინდუსტრიის ლობისტები „დაუღალავად იმეორებენ, რომ კრიპტო კომპანიები უფრო მაღალ სტანდარტებს უნდა შეესაბამებოდნენ, ვიდრე ტრადიციული ბანკები“, თუმცა ეს უკანასკნელნი თავად სთავაზობენ მომხმარებლებს ციფრულ აქტივებთან დაკავშირებულ სერვისებს. 

დრე ლონგმა ფედერალური რეზერვების სისტემა გააკრიტიკა კრიპტო კომპანიების მიმართ მიკერძოებულ დამოკიდებულებაში. მისი აზრით გადახდის სერვისებზე პირდაპირი წვდომის უარყოფით მარეგულირებელი ორგანო ინდუსტრიის მონაწილეების საბანკო სისტემისგან გათიშვის რისკებს ქმნის. 

2020 წლის ნოემბერში შტატ ვაიომინგის საბანკო საბჭომ ერთხმად დაამტკიცა Avanti-ს წესდება და ბიზნეს-გეგმა, რითაც მას ოფიციალური საფინანსო ინსტიტუტის სტატუსი მიენიჭა. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.