Magdalena Posted August 30, 2021 Share Posted August 30, 2021 კომპანია ASUS-მა წარადგინა თეთრი ფერის ოთხი მოწყობილობა Moonlight White სერიაში: კლავიატურა ROG Strix Scope NX TKL Moonlight White, მაუსი ROG Strix Impact II Moonlight White, აგრეთვე ყურსასმენები ROG Strix Go Core Moonlight White და ROG Cetra II Core Moonlight White. ფოტოების წყარო: ASUS კლავიატურა ROG Strix Scope NX TKL Moonlight White-ს კომპაქტური დიზაინი აქვს: მას არ გააჩნია ციფრული ღილაკების ბლოკი მარჯვენა ნაწილში. გამოიყენება მექანიკური გადამრთველები ROG NX Mechanical Switch. რეალიზებულია ღილაკების ინდივიდუალური განათება, კომპიუტერთან დაკავშირებისთვის კი განკუთვნილია USB 2.0 პორტი. ფუნქციები Anti-Ghosting და N-Key Rollover საშუალებას იძლევა კორექტულად მოხდეს ერთდროულად რამდენიმე ღილაკზე დაჭერის ამოცნობა. ROG Strix Impact II Moonlight White აღჭურვილია 6200 DPI ოპტიკური სენსორით. Omron-ის ძირითადი გადამრთველები გათვლილია 50 მილიონი ოპერაციისთვის. დანერგილია საფირმო ფერადი განათება ASUS Aura RGB. კავშირის ინტერფეისია USB. ჰედსეტი ROG Strix Go Core Moonlight White-ს 40-მილიმეტრიანი გამომსხივებელი აქვს ნეოდიმური მაგნიტებით, ხელმისაწვდომია მიკროფონი რეგულირებად ღერძზე. 3.5-მილიმეტრიანი კონექტორის წყალობით მოწყობილობის გამოყენება შესაძლებელია კომპიუტერთან, გეიმინგ კონსოლებსა და მობილურ გაჯეტებთან. და ბოლოს, ყურსასმენ ROG Cetra II Core Moonlight White-ს “in ear” ტიპის კონსტრუქცია აქვს, მისი გამომსხივებლები 9.4-მილიმეტრიანია და სიხშირის დიაპაზონია 20-დან 40 კჰც-მდე. დაკავშირებისთვის განკუთვნილია 3.5-მილიმეტრიანი დამაკავშირებელი. https://bit.ly/3Bm2yP7 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.