Jump to content

Nissan და Audi შიდაწვის ძრავებზე უარს მომდევნო ათწლეულის პირველ ნახევარში იტყვიან


Recommended Posts

გარემოსთვის მინიმალური ზიანის მიყენების მიზნით მანქანათმშენებელი კომპანიები ერთი მეორეს მიყოლებით ასახელებენ შიდაწვის ძრავზე უარის თქმისა და ელექტროძრავებზე გადასვლის თარიღებს. ზოგიერთი ლუქს-ბრენდი მზადაა მსგავსი რამ 2030 წლამდე განახორციელოს, მასობრივი ბრენდები ხსენებული დროისთვის ელექტროძრავებზე პროდუქციის მხოლოდ ნაწილს გადაიყვანენ. Audi მზადაა შიდაწვის ძრავებზე უარი ქვას 2033 წლისთვის, დაახლოებით ასევე მოიქცევა Nissan-იც. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: Electrek, Audi 

ორივე კომპანია მიმდინარე კვირაში შესაბამისი პრეს-რელიზებით წარდგა. კომპანია Nissan Motor ერთ-ერთი პირველია მსუბუქი ელექტრომობილების წარმოების სეგმენტში. მისი ბესთსელერი Nissan Leaf ბაზარზე ჯერ კიდევ 2010 წელს გამოვიდა და Tesla Model 3-ის გამოჩენამდე ერთ-ერთი ყველაზე მასობრივი მოხმარების ელექტრომობილი იყო. სამწუხაროდ, ფინანსურმა პრობლემებმა კომპანიას ხელი შეუშალა ელექტროძრავზე მომუშავე ავტომობილების ასორტიმენტის გაფართოებაში, თუმცა Leaf-მა რამდენჯერმე განახლება მოასწრო. ამჟამად სერიოზული ფსონი იდება ელექტრო კროსოვერ Ariya-ზე, რომლის დებიუტი შეფერხდა კომპონენტების მიწოდების ხარვეზის გამო. 

როგორც პრეს-რელიზში აღინიშნა, Nissan აპირებს მომდევნო ათწლეულის განმავლობაში ავისი ყველა მსუბუქი მოდელი ელექტროძრავზე გადაიყვანოს ისეთ ძირითად ბაზრებზე, როგორებიცაა იაპონია, ჩინეთი, აშშ და ევროპა. აღსანიშნავია, რომ ეს ფორმულირება არ ნიშნავს Nissan-ის მკაცრ ვალდებულებებს - კომპანია უბრალოდ გვიზიარებს გეგმებს. 

კონცერნ Volkswagen-ში შემავალმა Audi-მ უკვე განაცხადა, რომ წყვეტს შიდაწვის ძრავზე მომუშავე ახალი მოდელების შემუშავებას. კომპანიამ აღნიშნა, რომ მსგავსი ტიპის ავტომობილების წარმოებას სრულიად შეწყვეტს 2033 წლისთვის. რა საკვირველია, კომპანია შეინარჩუნებს შიდაწვის ძრავზე მოქმედი ავტომობილების საგარანტიო ვალდებულებებსა და მომსახურების სერვისებს მათი ექსპლუატაციის სრული ვადის განმავლობაში. 2025 წლისთვის პროგრამული პლატფორმა E3 2.0 მოიცავს Volkswagen-ის ყველა ავტომობილს, უზრუნველყოფს მონაცემთა გაცვლას ქლაუდ-სერვისებით და მმართველი პროგრამული უზრუნველყოფის რეგულარულ განახლებას. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.