Jump to content

კვლევა: ფინანსური ინდუსტრიის ტოპ-მენეჯერების 81% ბლოკჩეინის პოტენციალს აღიარებს


Recommended Posts

image.jpeg 

Deloitte-ის მიერ გამოკითხულ ფინანსური მომსახურების ინდუსტრიის 1280-დან 1037 ხელმძღვანელი პირ შეთანხმდა, რომ ბლოკჩეინი გახდა მეინსტრიმი. შემდგომი პროგრესის მთავარ დაბრკოლება რესპოდენტებმა დაასახელეს კიბერუსაფრთხოების საკითხები. 

ბლოკჩეინის თემაზე მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი აუდიტორის გლობალურ კვლევაში მონაწილეობა მიიღეს მაღალი რანგის მენეჯერებმა ბრაზილიიდან, გერმანიიდან, ჩინეთიდან, ჰონგკონგიდან, სინგაპურიდან, სამხრეთ აფრიკიდან, არაბთა გაერთიანებული ემირატებიდან, დიდი ბრიტანეთიდან და შეერთებული შტატებიდან. გამოკითხვა ჩატარდა 24 მარტიდან 10 აპრილამდე პერიოდში. 

image.png 

გამოკითხვისთვის შეირჩა რესპონდენტები, რომლებიც ფლობენ წარმოდგენას ბლოკჩეინსა და კრიპტოვალუტებზე, ან უკვე განახორციელეს ტექნოლოგიის ინტეგრაცია თავიანთ ბიზნესში. 

გამოკითხულთა 73%-მა აღიარა, რომ ჩამორჩებოდნენ კონკურენტებს DLT-ის დანერგვაზე უარის თქმის შემთხვევაში. მათ შორის, ვინც ბლოკჩეინის ტექნოლოგიას იყენებს, მხოლოდ 3%-ს ეპარებოდა ეჭვი, რომ ასეთი პროგრამები მათ ბაზრის წილის შენარჩუნების საშუალებას მისცემდა. 

image.png 

წყარო: Deloitte. 
რესპონდენტებმა ყველაზე მიმზიდველ ნიშად დაასახელეს კასტოდიალური (სამეურვეო) საცავები (45%), საანგარიშსწორებო სერვისები (42%), დივერსიფიცირებული საინვესტიციო პორტფელებ (41%), DeFi-ზე წვდომის უზრუნველყოფა (39%) და აქტივების ტოკენიზაცია (39%). 

ტექნოლოგიის სამომავლო დანერგვა-გავრცელებისთვის არსებულ ბარიერებს შორის კიბერუსაფრთხოების საკითხების პარალელურად კვლევის მონაწილეებმა დაასახელეს მარეგულირებელი ბარიერები (63%) და მოძველებული ფინანსური ინფრასტუქტურა (62%). 

”2020 წელს ჩვენ ვნახეთ მნიშვნელოვანი ცვლილება ციფრული აქტივების საფუძველზე ახალი ბიზნეს-მოდელების მიღებაში. უახლესმა კვლევამ აჩვენა, რომ საბანკო საქმიანობის საფუძვლები მორალურად მოძველებულია. ფინანსური მომსახურების მოთამაშეებმა უნდა შეიცვალონ პოზიცია და იპოვონ ინოვაციური გზები ეკონომიკური ზრდის შესაქმნელად, ” - განაცხადა Deloitte-ს სპიკერმა ლინდა პავჩუკმა. 

Crunchbase-ის თანახმად 2021 წელს კრიპტოკომპანიებზე მოდიოდა გლობალური ვენჩურული ინვესტიციების 3%. 

დრე The Block-ის ანალიტიკოსებმა გამოთვალეს დაფინანსების მოცულობა ბლოკჩეინისა და ციფრული აქტივების ინდუსტრიაში მეორე კვარტლის შეჯამებით. მათი შეფასების თანახმად მაჩვენებელი 90%-ით გაიზარდა და მიაღწია რეკორულ 6.2 მლრდ აშშ დოლარიან მაჩვენებელს. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.