Magdalena Posted August 25, 2021 Posted August 25, 2021 ღონისძიება Hot Chips 33-ზე კომპანია Samsung-მა განაცხადა, რომ შექმნა მსოფლიოში პირველი ოპერატიული მეხსიერების მოდული DDR5-7200 მოცულობით 512 გბ. სამხრეთკორეული კომპანიის განცხადების თანახმად ახალი მოდული გვთავაზობს მნიშვნელოვნად მაღალ წარმადობას და სიჩქარეს, აგრეთვე ორჯერ მეტ მოცულობას DDR4 მეხსიერებასთან შედარებით. ფოტოს წყარო: Samsung 512 გბ მოცულობის მქონე DDR5-7200 მოდულის წარმოებისას Samsung-მა გამოიყენა DDR5 კრისტალების რვაფენიანი სტეკი, რომლებიც ერთიანდება 3D TSV (through-silicon via) ტექნოლოგიის მეშვეობით. DDR5 ჩიპების რვაფენიანი სტრუქტურის მიუხედავად პაკეტში მზა მიკროსქემის სიმაღლე მხოლოდ 1.0 მმ-ია, DDR4-ის - 1.2 მმ. ფენების დადების ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით კომპანიამ შეძლო მეხსიერების კრისტალებს შორის სივრცის 40%-ით შემცირება, რამაც შეამცირა მთლიანი სტეკის სიმაღლე. პრეზენტაციის დროს Samsung-მა ასევე განაცხადა, რომ მან გამოიყენა Same Bank Refresh ტექნოლოგია DDR5-7200 მეხსიერების მოდულის წარმოებაში. მისი თავისებურება ის არის, რომ იმ დროს, როდესაც მეხსიერების ზოგ საცავს შეუძლია განახლების შესრულება, სხვა საცავები რაიმე სხვა ოპერაციებით იქნება დაკავებული. გარდა ამისა, კომპანიამ აღნიშნა, რომ მეხსიერების სალტის წარმადობა 10%-ით გაიზარდა და განაცხადა, რომ მხარდაჭერილია დამატებითი სქემები Decision Feedback Equalization (DFE), რომელიც სიგნალების ხარისხს აუმჯობესებს - მცირდება მაღალ სიხშირეებზე მეხსიერების არხებში ასახული ხმაური, რაც საკმაოდ მნიშვნელოვანია დიდი რაოდენობით DIMM-ისა და DDR5 არხების გამოყენებისას. ახალი მოდული DDR5-7200 მუშაობს მხოლოდ 1.1 ვოლტ ძაბვაზე იმ დროს, როდესაც DDR4-ის სტანდარტული ძაბვა 1.2 ვოლტია. მეხსიერების ენერგოეფექტურობის გაზრდა შესაძლებელი გახდა დაფაზე კვების მართვის ინტეგრალური სქემების (PMIC), ძაბვის სტაბილიზატორის, აგრეთვე High-K Metal ტექნოლოგიის გამოყენების შედეგად. ასევე აღინიშნება, რომ DDR5 მეხსიერებას გააჩნია შეცდომების გასწორების ტექნოლოგია On-Die Error Correction Code-ის (ODECC) მხარდაჭერა. Samsung-ის მიერ წარმოდგენილი DDR5 მეხსიერება განკუთვნილი იქნება მონაცემთა ცენტრებისთვის. სამომხმარებლო DDR5 მოდულები სავარაუდოდ უფრო მცირე - 64 გბ-მდე მოცულობის იქნება. Samsung გეგმავს მიმდინარე წლის ბოლომდე დაიწყოს 512 გბ მოცულობის DDR5-7200 მეხსიერების მოდულის მასობრივი წარმოება. კომპანია მიიჩნევს, რომ ოპერატიული მეხსიერების ახალ სტანდარტზე მასიური გადასვლა მოხდება არა უადრეს 2023-2024 წლებში. https://bit.ly/3yaFEYU 1 Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.