Jump to content

SpaceX Dragon საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე 28 აგვისტოს გაემგზავრება


Recommended Posts

კოსმოსურმა სააგენტო NASA-მ გამოაცხადა საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე ტვირთის მომდევნო გაგზავნის თარიღი. ხელსაყრელი ამინდის პირობებში და გაუთვალისწინებელი შეფერხების არარასებობის შემთხვევაში სატვირთო ხომალდი SpaceX Dragon კოსმოსური სადგურისკენ 28 აგვისტოს გაემგზავრება. 

image.jpeg 

ხომალდის გაშვება მოხდება კენედის სახელობის კოსმოსური ცენტრის 39A პლატფორმიდან. გაშვებიდან დაახლოებით 12 წუთის შემდეგ Dragon გამოეყოფა რაკეტა Falcon 9-ს მეორე დონეს და სკს-სკენ გაემართება. სადგურზე ხომალდის მიწევის დროდ 29 აგვისტოა გათვლილი. Dragon ავტონომიურ რეჟიმში მიუერთდება მოდულ Harmony-ს, ოპერაციის მონიტორინგი განხორციელდება 65 ექსპედიციის ბორტინჟინრების, Shane Kimbrough-სა და Megan McArthur-ის მიერ. 

ხომალდი სკს-ზე მიიტანს სხვადასხვა სახის ტვირთს და მასალას, მათ შორის სამეცნიერო ექსპერიმენტებისთვის განკუთვნილ აღჭურვილობას. კოსმოსურ სადგურზე აგრეთვე წაღებული იქნება რობოტიზებული მანიპულატორი, რომელიც საბოლოოდ დედამიწაზე იქნება გამოყენებული სტიქიური უბედურებების შედეგების ლიკვიდაციისას. კოსმოსური ორგანიზაციის თხოვნის მიხედვით ასტრონავტები ჩაატარებენ მთელ რიგ ექსპერიმენტებს, რომლებიც ეხება მიკროგრავიტაციის პირობებში მცენარეების, ჭიანჭველებისა და კრევეტების შესწავლას. 

მოსალოდნელია, რომ Dragon საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე დაახლოები ერთი თვე გაჩერდება, შემდეგ კი დაუბრუნდება დედამიწას განხორციელებული ექსპერიმენტების შედეგებითა და სხვა ტვირთით. ხომალდი ფლორიდას ნაპირებზე დაეშვება. გაშვებისთვის პირდაპირ ეერში თვალყურის დევნება შესაძლებელი იქნება NASA TV პლატფორმაზე, ტრანსლაციის დაწყება დაგეგმილია ადგილობრივი დროით 3:15 საათზე. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.