Jump to content

ადამიანის ტვინის ნიმუშზე აგებული ნეიროქსელი წარმატებით ასრულებს კოგნიტურ ამოცანებს


Recommended Posts

კანადელმა მეცნიერებმა ადამიანის ტვინის ნიმუშის მიხედვით მოახდინეს ნეიროქსელის მოდელირება. კოგნიტური ამოცანები მან შეასრულა უფრო მოქნილად და ეფექტურად ტრადიციულ სისტემებთან შედარებით. 

image.jpeg 

წყარო: scitechdaily.com 

პროექტის ავტორები არიან მონრეალის ნევროლოგიური ინსტიტუტ-ჰოსპიტალისა და კვებეკის ხელოვნური ინტელექტის ინსტიტუტის მეცნიერები. მათ ჩაატარეს მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის მსგავსი კვლევები დიდ საცავ Open Science-ში, მოახდინეს ტვინის კავშირების პატერნების რეკონსტრუქცია და მათ საფუძველზე ნეიროქსელი დააპროექტეს. შედეგად მიღებულ იქნა input-output მოდელების სისტემა, რომელიც ბიოლოგიურ ტვინს მოგვაგონებს. ფუნქციონირების შესამოწმებლად სისტემას მიაწოდეს მეხსიერებასთან დაკავშირებული კოგნიტური დავალებები. საუბარი ეხება არა მცირეოდენი მონაცემის ფიქსაცია, არამედ მიღებული ინფორმაციის ინტერპრეტაციასა და ათვისება, როგორც ცოდნა - ადამიანის ტვინის მუშაობის მსგავსად. შემდეგ მკვლევარები აკვირდებოდნენ, როგორ ასრულებდა სისტემა ამოცანას. 

პროექტის ავტორები დარწმუნებულნი არიან, რომ სისტემა უნიკალურია ორი მიზეზის გამო. ტვინის კავშირებთან (კონექტომიკა) მიმართებაში წინა სამუაოები გულისხმობდა ტვინის ორგანიზაციის სტრუქტურის აღწერას იმის მიუხედავად, თუ როგორ ხორციელდება გამოთვლის პროცესი და რეალიზდება ძირითადი ფუნქციები. გარდა ამისა, ტრადიციულ თანამედროვე ნეიროქსელებს თვითნებური სტრუქტურა აქვთ, რომელიც ყოველთვის არ არის დაკავშირებული ტვინის კავშირების ორგანიზაციის მოდელებთან. ამრიგად, ტვინის კონექტომიკის ნეიროქსელის არქიტექტურაში ინტეგრირებით კვლევის ავტორები იმედოვნებდნენ, რომ მიიღებდნენ დამატებით ინფორმაციას ტვინში შემეცნებითი პროცესების ფიზიოლოგიური განხორციელების შესახებ, რათა ამ მონაცემებზე დაყრდნობით ნეიროქსელის შემუშავების ახალი პრინციპები გამოეყვანათ. 

შედეგად დადგინდა, რომ ადამიანის ტვინის კავშირების მოდელზე აგებული ნეიროქსელი - ნეირომორფული ნეიროქსელი - მეხსიერებასთან დაკავშირებულ კოგნიტურ ამოცანებს უფრო მოქნილად და ეფექტურად ასრულებს, ვიდრე თვითნებური არქიტექტურის საფუძველზე არსებული ტრადიციული ანალოგები. 

„პროექტში გაერთიანებულია ორი მძლავრი სამეცნიერო დისციპლინა. ნევროლოგიას და ხელოვნურ ინტელექტს საერთო ფესვები აქვთ, თუმცა ბოლო დროს ისინი გაიყო. ხელოვნური ნეიროქსელის გამოყენება საშუაებას მოგვცემს გავიგოთ, როგორ ახდენს ტვინის სტრუქტურა ამ ფუნქციის რეალიზაციას. თავის მხრივ, ნეიროქსელების შექმნის მიზნით ემპირიული მონაცემების გამოყენება საშუალებას მოგვცემს დაპროექტდეს საუკეთესო ხელოვნური ინტელექტის პრინციპები. ამრიგად, ეს სფეროები ერთმანეთს ხელს შეუწყობს ტვინის შესახებ ჩვენი ცოდნის გამდიდრებას“ - განაცხადა პროექტის ერთ-ერთმა ავტორმა Bratislav Misic-მა. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.