Jump to content

მკვლევარებმა თვითაღდგენადი ჩიპი წარმოადგინეს


Recommended Posts

კომპიუტერული ჩიპების ზომა მუდმივად მცირდება, რის წყალობითაც ინდუსტრია ვითარდება, მწარმოებლობისა და ენერგოეფექტურობის გაზრდით და ღირებულების მისაღებ დონეზე შენარჩუნებით. პორტატული ელექტრონიკის განვითარება განსაკუთრებით მკაცრ მოთხოვნებს უყენებს ჩიპებს. პრობლემა ის გახლავთ, რომ რაც უფრო მცირე ზომის ტრანზისტორები და ჩიპები მზადდებიან, მით უფრო მოწყვლადი და მყიფე ხდებიან.

computer-chip-lighted.jpg

სიტუაციის თავიდან ასაცილებლად, როდესაც ჩიპები ძალიან რთული გახდება, გარე ზემოქმედებებისადმი მდგრადობის მიმდინარე დონის შესანარჩუნებლად, ოთხი კომპანიისა და ორი უნივერსიტეტისგან (ჰოლანდია, გერმანია და ფინეთი) შემდგარმა ჯგუფმა პრობლემის გადაწყვეტის შედარებით მარტივი ვარიანტი შეიმუშავეს: ჩიპი, რომელიც საკუთარ ექსპლუატაციურ თვისებებს აკვირდება და საჭიროების შემთხვევაში ამოცანის გადამისამართებას ახდენს.

The-die-for-CRISPs-self-repairing-chip.jpg

თვითაღდგენადი ჩიპის კრისტალი CRISP

ჰოლანდიის უნივერსიტეტიდან ტვანტე ჰანს კერჰოფმა (Hans Kerkhoff) და კონსორციუმის CRISP (Cutting-edge Reconfigurable ICs for Stream Processing) მონაწილემ განაცხადეს, რომ ტრანზისტორზე ჩიპების სიმჭიდროვის გაზრდის გამო, სულ უფრო და უფრო რთული ხდება სისტემის საიმედობის შენარჩუნება. მეცნიერის აზრით, ამ პრობლემის გადაწყვეტა არა ჩიპის შექმნაშია, რომელიც დროთა განმავლობაში არ გაფუჭდება, არამედ მიკროსქემის შექმნაა, რომელსაც ცალკეული ბლოკების მწყობრიდან გამოსვლის შემდგომ ფუნქციონირების შენარჩუნება შეუძლია. იგი ამას «ელეგანტურ დეგრადაციას» უწოდებს.

იმისათვის, რომ ასეთი «ელეგანტური დეგრადაცია» შესაძლებელი გახდეს, ჩიპი CRISP მრავალ გამოთვლით ბირთვს ემყარება. სხვადასხვა ამოცანა რესურსების ჩაშენებული აპარატული მენეჯერის მიერ ბირთვებზე ნაწილდება. ბირთვებს შორის შეკავშირებები მუდმივად მოწმდება და როდესაც შეცდომა გამოვლინდება, მწყობრიდან გამოსული ბირთვის ამოცანები სხვა მუშა ბლოკებზე გადანაწილდება.

ასეთი მიდგომის შედეგად, მიუხედავად იმისა, რომ თავად ჩიპი უფრო საიმედო არ ხდება, მას ფუნქციონირების გაგრძელება უფრო დიდ ხანს შეუძლია. თვითაღდგენადი, უფრო ზუსტად კი, თვით შემმოწმებელი ჩიპი ცოტა ხნის წინათ საფრანგეთის ქალაქ გრენობლში ჩატარებულ კონფერენციაზე DATE2011 იყო წარმოდგენილი.

A-block-diagram-of-CRISPs-self-repairing-chip.jpg

თვითაღდგენადი ჩიპის CRISP ბლოკ-სქემა

წყარო: gizmag.com, geek.com

  • Upvote 3
Link to comment
Share on other sites

საინტერესოა :)

Link to comment
Share on other sites

ლეპტოპიზე მინდა ვინჩესტერი გამოვცვალო და ნებისმიერი ვინცესტერი წავა ხო შეერთდება თუ ზომებში უნდა დაემთხვეს კაროჩ ე რა ვიცი და როგორ უნდა ვიყიდო რა მონაცემები უნდა ვიცოდე

და კიდევ ერთი კითხვა მაქ ლეპტოპზე ვინცესტერი რო არ მუშაობს ბიოსსში ხო უნდა შედიოდეს ვინჩესტერის გარეშეც

Link to comment
Share on other sites

ლეპტოპიზე მინდა ვინჩესტერი გამოვცვალო და ნებისმიერი ვინცესტერი წავა ხო შეერთდება თუ ზომებში უნდა დაემთხვეს კაროჩ ე რა ვიცი და როგორ უნდა ვიყიდო რა მონაცემები უნდა ვიცოდე

და კიდევ ერთი კითხვა მაქ ლეპტოპზე ვინცესტერი რო არ მუშაობს ბიოსსში ხო უნდა შედიოდეს ვინჩესტერის გარეშეც

ვაიმე. თემა გაგეხსნა შესაბამის განყოფილებაში (დახმარებაში)

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.