Jump to content

საინფორმაციო მედია: Facebook უარს იტყვის Diem-ზე გარე Stablecoin-ების სასარგებლოდ


Recommended Posts

image.png 

პროექტ Diem-ზე მომუშავე კომპანია Novi Financial (ადრე ცნობილი, როგორც Calibra) განიხილავს Stablecoin-ების გარე ემიტენტებთან თანამშრომლობის შესაძლებლობას. ამის შესახებ წერს The Block გაცნობიერებულ წყაროებზე დაყრდნობით. 

2019 წლის ივნისის შუა პერიოდში კორპორაცია Facebook-მა დააანონსა პროექტი Libra - გლობალური Stablecoin, რომელიც უზრუნველყოფილი იქნებოდა სახაზინო ვალუტითა და სხვა აქტივებით. Stablecoin-ის ეკოსისტემის მართვით უნდა დაკავებულიყო არაკომერციული ასოციაცია Libra Association.  

ანონსის შემდეგ პროექტს დიდი კრიტიკა დაატყდა თავს მარეგულირებლების მხრიდან. შედეგად Libra Association ბევრმა მსხვილმა მონაწილემ დატოვა, რომელთა შორის იყვნენ eBay, Visa და Mastercard. 

2020 წლის აპრილში ასოციაციამ უარი თქვა ორიგინალ კონცეფციაზე. გლობალური Stablecoin-ის ნაცვლად მან გადაწყვიტა რამდენიმე აქტივის გამოშვება, რომელთაგან თითოეული დაკავშირებული იქნება სხვადასხვა ფიატურ ვალუტასთან. 

მაისში Facebook-მა Stablecoin-ისთვის განკუთვნილ ციფრულ საფულე Calibra-ს სახელწოდება Novi-თ შეცვალა. Novi Financial - ეს არის კორპორაციის კრიპტოსავალუტო შვილობილი კომპანია, რომელიც რებრენდინგის შემდეგ შეიქმნა. იმავე წლის დეკემბერში Libra Association-ის სახელწოდება შეიცვალა და გახდა Diem Association. 

2021 წელს Diem Association-მა და ბანკ Silvergate-მა მიაღწიეს შეთანხმებას, რომლის თანახმად ხსენებული ბანკი გახდა აშშ დოლარზე მიბმული Diem-ის „ექსკლუზიური ემიტენტი“. შეთანხმების მხარეებს ამ დრომდე არ დაუწყიათ Stablecoin-ის გამოშვება. მათ The Block-თან საუბრისას შეფერხება ნორმატიული დაბრკოლებებით ახსნეს. 

წყაროების ინფორმაციით ამჟამად Novi Financial მოლაპარაკებებს აწარმოებს Stablecoin Circle-ისა და Paxos-ის ემიტენტებთან. დაუდასტურებელი ინფორმაციით კომპანიას სურს USD Coin-ისა (USDC) და Paxos Standard-ის (PAX) გამოყენება საკუთარ საფულეში. 

Silvergate-ში აღნიშნეს, რომ ბანკის პარტნიორობა Diem Association-თან ძალაში რჩება. საკრედიტო ორგანიზაციის წარმომადგენელმა აგრეთვე აღნიშნა, რომ იგი რჩება „Diem USD-ის ექსკლუზიურ ემიტენტად“.  

ჩვენ კვლავ გვჯერა, რომ Stablecoin-ები განსაკუთრებულ შესაძლებლობას წარმოადგენს. ნორმატიულ-სამართლებრივი ბაზის განვითარების შედეგად მათ აქვთ პოტენციალი გახდნენ ალტერნატიული საანგარიშსწორებო საშუალება მთელი მსოფლიოს მომხმარებლებისთვის“ - განაცხადეს Silvergate-ში.  

The Block-ის ერთ-ერთმა, Diem Association-თან დაახლოებულმა წყარომ ასოციაციას „ზომბი-ორგანიზაცია“ უწოდა და განმარტა, რომ იგი ჯერ კიდევ არ დახურულა. 

„ისინი ახალ ვარიანტებს ეძებენ, მაგრამ წარმატების შანსი მინიმალურია“ - განაცხადა მან. 

ადრე Stablecoin Diem Tether-თან (USDT) ერთად ყურადღების ცენტრში მოექცა აშშ-ის პრეზიდენტის წინაშე ფინანსური ბაზრების სამუშაო გუნდის შეხვედრაზე. სხდომის მონაწილეებმა შეშფოთება გამოხატეს Diem-ის ქსელური ეფექტის გამო, რომელიც შესაძლოა წარმოიშვას Facebook-ის აუდიტორიის მასშტაბის გამო.  

ივლისში აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა ჯანეტ იელენმა მოუწოდა საჩქაროდ შექმნილიყო ნორმატიული ბაზა Stablecoin-ებთან მიმართებაში. იმავე თვეში ფედერალური სარეზერვო სისტემის ხელმძღვანელი ჯერომ პაუელი დაეჭვდა Stablecoin-ების აუცილებლობაში. Stablecoin-ები მან შეადარა ფულადი ბაზრის ფონდებსა და დაგროვების ბანკებს. 

ივნისში ბოსტონის ფედერალური რეზერვების სისტემის პრეზიდენტმა ერიკ როზენგრენმა განაცხადა, რომ Stablecoin-ები ფინანსურ სისტემისთვის საფრთხეა. სააგენტოს ვიცე-თავმჯდომარის მოწოდება კი იყო, არ ეშინოდეთ Stablecoin-ების. 

ივლისის ბოლოს აშშ-ის სენატორმა დონ ბეიერმა წარმომადგენელთა პალატაში განხილვისთვის შეიტანა კანონპროექტი ციფრული აქტივების ბაზრის რეგულირებისთვის „ყოვლისმომცველი ნორმატიული ბაზის“ შექმნის შესახებ, რომელშიც გათვალისწინებულია ცალკეული Stablecoin-ების აკრძალვა.   

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.