Jump to content

Samsung თავის სმარტფონებზე ციფრულ ვონას ტესტავს


Recommended Posts

image.png 

კორპორაცია Samsung Electronics მონაწილეობას მიიღებს კორეის ბანკის პროექტში ეროვნული ციფრული ვალუტის (CBDC) საპილოტე პლატფორმის შესაქმნელად, აცხადებს The Korea Times. 

კორეის ბანკმა CBDC-ის ტესტირება მიმდინარე წლის 28 ივლისს დაიწყო ტექნოლოგიურ გიგანტ Kakao-ს ბლოკჩეინ-განყოფილება Ground X-თან ერთად. 

Samsung Electronics-მა გადაწყვიტა მონაწილეობის მიღება CBDC-ის საპილოტე პროექტში კორეის ბანკის ზედამხედველობის ქვეშ, რომლის ფარგლებში დაინტერესებული მხარეები ივლევენ ციფრული ვალუტის პრაქტიკულ ასპექტებს საცდელ გარემოში,” - განაცხადა კომპანიის წარმომადგენელმა. 

მისი თქმით, კონსორციუმი Kakao და Samsung-ის ორი ტექნოლოგიური ფილიალი აამოქმედებენ საპილოტე პროგრამას, რომელიც მიმართული იქნება „ქვეყნებს შორის ფულადი გადარიცხვებისა და გადახდების ტესტირებისკენ. პროექტის მიზანია CBDC-ის გამოშვება და გავრცელება, აგრეთვე მონიტორინგი, თუ როგორ მუშაობს ეს ყველაფერი ვირტუალურ გარემოში“. 

Samsung აგრეთვე გეგმავს შეისწავლო ციფრული ვონის ფუნქციონალურობა საკუთარ Galaxy ხაზის სმარტფონებში. 

შესაძლებელია თუ არა მობილური ტელეფონის საშუალებით ციფრული ვალუტით გადახდა ინტერნეტის გარეშე, ან CBDC-ში ფულის გაგზავნა სხვა სმარტფონსა და დაკავშირებულ საბანკო ანგარიშებზე - ესენია ორი მთავარი პუნქტი, რომლებზეც ყურადღებას ამახვილებს Samsung", - განმარტა კორპორაციის წარმომადგენელმა. 

პროგრამაში მონაწილეობას მიიღებს Samsung SDS-ის IT განყოფილებაც. მისი ფილიალი Escor გააკონტროლებს CBDC-თან დაკავშირებული ექსპერიმენტების პროცედურებს. 

2020 წლის ოქტომბერში კონსორციუმის შემადგენლობაში მყოფმა Samsung SDS-მა ცენტრალურ ბანკში განაცხადი შეიტანა ციფრული ვონის ტესტირების შესახებ. 

ციფრული ვალუტის ამოქმედებისათვის ტექნოლოგიური პარტნიორის შერჩევა კორეის ბანკმა მაისში დაიწყო. მიღებული სამი განაცხადიდან მარეგულირებელმა აირჩია Ground X, რომლის ბლოკჩეინ-პლატფორმა Klaytn გახდება საფუძველი CBDC სტრუქტურისთვის. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.