Magdalena Posted August 19, 2021 Share Posted August 19, 2021 კვარტალური ანგარიშისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე AMD-ის ხელმძღვანელობამ განაცხადა, რომ CDNA 2 არქიტექტურაზე დამყარებული გამოთვლითი ამაჩქარებლების პირველი ნიმუშები უკვე გაეგზავნა დამკვეთებს. ინვესტორებისადმი განკუთვნილ პრეზენტაციაში მკაფიოდაა ნათქვამი, რომ CDNA 2 თაობის ამაჩქარებლების წარდგენა მიმდინარე წლის ბოლოს შედგება. ფოტოს წყარო: AMD შეგახსენებთ, რომ CDNA არის გეიმინგ-არქიტექტურა RDNA-ს ევოლუციური განშტოება. ეს უკანასკნელი მალე მესამე თაობას შეიცვლის, CDNA მას ამ ნუმერაციაში ერთი ნაბიჯით ჩამორჩება. ამრიგად, CDNA 2-ში წარმოდგენილი უნდა იყოს AMD-ს ყველა მოწინავე არქიტექტურული ცვლილება, რომლებიც შემოთავაზებულია სერვერული ამაჩქარებლებისა და სუპერკომპიუტერების სეგმენტებში. მოარული ხმების დონეზე, Instinct MI200 ამაჩქარებლებს უნდა ჰქონდეს ორკრისტალიანი სტრუქტურა და მათში გამოყენებული იქნება HBM2E ტიპის მეხსიერება ჯამში 128 გბ მოცულობით. ეს ამაჩქარებლები დრაივერებში, როგორც მიღებულია, ფიგურირებენ პირობითი დასახელებით - Aldebaran. არაოფიციალური ცნობებით, ორ ჩიპლეტს, რომლებიც უფრო მოწინავე ტექნოლოგიითაა წარმოებული, ვიდრე ამჟამინდელი 7-ნანომეტრიანი ტექნოპროცესი, შეუძლიათ ჯამში 16384 ნაკადური პროცესორის დატევა. სავსებით შესაძლებელია, რომ ამ ამაჩქარებლებისთვის 6-ნანომეტრიანი კომპონენტები კომპანია TSMC-მ გამოუშვას. კონტარქტორის არჩევის მხრივ AMD-ს განსაკუთრებული ალტერნატივა არ გააჩნია, ტექნოპროცესის კონკრეტული აღწერა კი ოფიციალურ დოკუმენტებში არ ფიგურირებს. https://bit.ly/2VZwmlx Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.