Jump to content

AMD-მ პირობა დადო, რომ CDNA 2 არქიტექტურის მქონე ამაჩქარებლებს წლის ბოლოს წარადგენს - მათში მოცემული იქნება GPU ორი კრისტალისგან


Recommended Posts

კვარტალური ანგარიშისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე AMD-ის ხელმძვანელობამ განაცხადა, რომ CDNA 2 არქიტექტურაზე დამყარებული გამოთვლითი ამაჩქარებლების პირველი ნიმუშები უკვე გაეგზავნა დამკვეთებს. ინვესტორებისადმი განკუთვნილ პრეზენტაციაში მკაფიოდაა ნათქვამი, რომ CDNA 2 თაობის ამაჩქარებლების წარდგენა მიმდინარე წლის ბოლოს შედგება. 

image.png 

ფოტოს წყარო: AMD 

შეგახსენებთ, რომ CDNA არის გეიმინგ-არქიტექტურა RDNA-ს ევოლუციური განშტოება. ეს უკანასკნელი მალე მესამე თაობას შეიცვლის, CDNA მას ამ ნუმერაციაში ერთი ნაბიჯით ჩამორჩება. ამრიგად, CDNA 2-ში წარმოდგენილი უნდა იყოს AMD-ს ყველა მოწინავე არქიტექტურული ცვლილება, რომლებიც შემოთავაზებულია სერვერული ამაჩქარებლებისა და სუპერკომპიუტერების სეგმენტებში. მოარული ხმების დონეზე, Instinct MI200 ამაჩქარებლებს უნდა ჰქონეს ორკრისტალიანი სტრუქტურა და მათში გამოყენებული იქნება HBM2E ტიპის მეხსიერება ჯამი 128 გბ მოცულობით. 

ეს ამაჩქარებლები დრაივერებში, როგორც მიღებულია, ფიგურირებენ პირობითი დასახელებით - Aldebaran. არაოფიციალური ცნობებით, ორ ჩიპლეტს, რომლებიც უფრო მოწინავე ტექნოლოგიითაა წარმოებული, ვიდრე ამჟამინდელი 7-ნანომეტრიანი ტექნოპროცესი, შეუძლიათ ჯამში 16384 ნაკადური პროცესორის დატევა. სავსებით შესაძლებელია, რომ ამ ამაჩქარებლებისთვის 6-ნანომეტრიან კომპონენტებ კომპანია TSMC-მ გამოუშვას. კონტარქტორის არჩევის მხრივ AMD-ს განსაკუთრებული ალტერნატივა არ გააჩნია, ტექნოპროცესის კონკრეტული აღწერა კი ოფიციალურ დოკუმენტებში არ ფიგურირებს. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.