Jump to content

საინფორმაციო მედია: აშშ-ს ფინანასთა სამინისტრო გამოაქვეყნებს მითითებებს კრიპტო კომპანიების დაბეგვრის შესახებ


Recommended Posts

image.jpeg 

შეერთებული შტატების ფინანსთა სამინისტრო განმარტავს კრიპტო კომპანიების საგადასახადო ანგარიშგების მოთხოვნებს, რომლებიც ინფრასტრუქტურული კანონპროექტის ნაწილი გახდა. ეს მდგომარეობა შეეხება მხოლოდ იმ სუბიექტებს, რომელთაც სახაზინო ჩათვლის ბროკერებად. ინფორმაციას აზიარებს Bloomberg ფინანასთა სამინისტროს ოფიციალური პირის შეტყობინებაზე დაყრდნობით. 

წყაროს თანახმად, სახელმძღვანელო დოკუმენტი, რომელიც შესაძლოა მომავალ კვირას გამოქვეყნდეს, გამიზნულია ინდუსტრიის მონაწილეების დასამშვიდებლად. მაინერები, აღჭურვილობის მწარმოებლები და პროგრამული უზრუნველყოფის შემქმნელები არ ექვემდებარებიან საგადასახადო ანგარიშგების ახალ მოთხოვნებს, თუ ისინი არ არიან ბროკერები. 

ფინანსთა სამინისტროს ხელმძღვანელობა გამონაკლისს არ დაუშვებს იმის საფუძველზე, თუ როგორ ახდენს ესა თუ ის კომპანია საკუთარი თავის პოზიციონირებას. ამის ნაცვლად ფოკუსირდება იმაზე, რამდენად კვალიფიცირდება სუბიექტი ბროკერად საგადასახადო კოდექსთან მიმართებაში. 

ორპარტიული კანონპროექტი, რომელიც მიზნად ისახავს შეერთებული შტატების ინფრასტრუქტურის განახლებას, ციფრული აქტივების ინდუსტრიის მონაწილეთათვის ანგარიშგების ახალ მოთხოვნებს აწესებს. იგი ასევე აფართოებს საგადასახადო კოდექსში „ბროკერის“ განმარტებას. 

ექსპერტების აზრით, მაინერებსა და ბლოკჩეინში ნოუდების ოპერატორებს, საფულეების დევლოპერებს, DeFi-პროტოკოლებში ლიკვიდურობის მომწოდებლებსა და სხვა კასტოდიალურ მონაწილეებს შესაძლოა მოეთხოვოთ საგადასახადო სამსახურისთვის ანგარიშის ჩაბარება თავიანთი მომხმარებლების საქმიანობის შესახებ.  

Bloomberg-ის თანამოსაუბრემ ხაზი გაუსვა, რომ ინდუსტრიის მონაწილეთა ზოგიერთი შეშფოთება გამართლებულია, მაგრამ ლობირების დიდ ნაწილი "მიზნად ისახავს ფინანსთა სამინისტროს უფლებამოსილების შეზღუდვას ლეგალური საგადასახადო ინფორმაციის შეგროვებისათვის". მან აღნიშნა, რომ ფინანსთა სამინისტრო არ აპირებს იმ კომპანიების დევნას, რომლებიც დე-ფაქტო ვერ აწვდიან მონაცემებს ტრანზაქციების შესახებ. 

პირები, რომელთაც სურთ კანონპროექტის ფორმულირების გადახედვას წარმომადგენელთა პალატაში, ნაკლებად მიაღწევენ წარმატებას, რადგან ცვლილებები კრიპტოვალუტების შესახებ მთელ დოკუმენტს შემდგომი გადასინჯვებისათვის გახდის ღიას. ამიტომ ხაზინის ხელმძღვანელობას გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.