Jump to content

საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე წაიღეს 3D-პრინტერი, რომელიც მუშაობს რეგოლიტზე და არა მარტო


Recommended Posts

მიმდინარე კვირაში საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე ხომალდ Cygnus-ის მეშვეობით 4 ტონა ტვირთი წაიღეს, მათ შორის აღჭურვილობა და მასალები უწონადობის პირობებში სხვადასხვა ექსპერიმენტის ჩასატარებლად. ასტრონავტებმა მიიღეს 3D-პრინტერი, რომელიც გამოყენებული იქნება სხვადასხვა საგნის დასაბეჭდად რეგოლიტითა და სხვა მასალებით. 

image.jpeg 

ფოტო: Universe Today 

ექსპერიმენტი Redwire Regolith Print მნიშვნელოვან როლს ასრულებს მთვარის ამერიკულ პროგრამაში. მისი მიზანია მთვარის რეგოლიტის, როგორც 3D-პრინტერისთვის საჭირო ნედლეულის გამოყენების შემოწმება. ახალი პრინტერი იმუშავებს ManD-თან ერთად - ეს არის საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე უკვე არსებული 3D-პრინტერი. მის შემადგენლობაში შევა რამდენიმე ექსტრუდერი და საბეჭდი დაზგა, რომლებიც სპეციალურად მთვარის გრუნტის დამუშავებისთვის შემუშავდა. 

თუ ექსპერტიმენტის პირველი ნაწილი წარმატებული იქნება, ასტრონავტები სამგანზომილებიანი ბეჭდვის შედეგად მიღებული საგნების სიმყარეს შეამოწმებენ ASTM სტანდარტების მიხედვით, რომელიც 3D ბეჭდვის მასალების მახასიათებლების დასადგენად გამოიყენება. მეცნიერები ელიან, რომ რეგოლიტის სამშენებლო მასალად გამოყენების შესაძლებლობა გადამწყვეტ როლს შეასრულებს მთვარის პროგრამაში. 

image.jpeg 

3D-პრინტერი RRP ექსპერიმენტისთვის. ფოტო: Redwire Space 

თუმცა, 3D პრინტერის ექსპერიმენტი არ არის ერთადერთი, რომელიც ყურადღების ღირსია. აღსანიშნავია ექსპერიმენტი Cardinal Muscle, რომლის ფარგლებში შესწავლილი იქნება კუნთების ფორმირების პროცესი უწონადობის პირობებში. იგი მკვლევარებს დაეხმარება შეიტყონ, რა გავლენას ახდენს მიკროგრავიტაცია კუნთოვანი მასის დაკარგვაზე ასაკთან ერთად. მეცნიერები აპირებენ მიკროგრავიტაციის პირობებში შეამოწმონ ისეთი წამლების შექმნის შესაძლებლობა, რომელთაც შეუძლია სარკოპენიის, ანუ კუნთოვანი მასის ასაკობრივი დაკარგვის, პროცესის შემსუბუქება. 

ექსპერიმენტი Kentucky Re-Entry Probe Experiment (KREPE) საკმაოდ იაფი მეთოდია თერმული დაცვის სისტემებისთვის (TPS) ფრენის მონაცემების შესაგროვებლად. ამგვარი სისტემები გამოიყენება ყველა კოსმოსურ ხომალდზე, რომლის მისიაა განახორციელოს კონტროლირებადი ხელახალი შესვლა დედამიწის ატმოსფეროში. ამ მიმართულებით მუშაობა მეცნიერებს საშუალებას მისცემს შეაგროვო მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რაც ხელს შეუწყობს უფრო მოწინავე TPS-ის განვითარებას, რაც ძალზე მნიშვნელოვანია შემდგომი კოსმოსური კვლევებისთვის. 

image.jpeg 

სითბური ეკრანები ექსპერიმენტ KREPE-ის ჩატარებისთვის. ფოტო: University of Kentucky 

კიდევ ერთი ექსპერიმენტი - Flow Boiling and Condensation Experiment (FBCE) - დაკავშირებულია თერმორეგულირებასთან. თერმორეგულირების სისტემები არსებობს ერთფაზიანი და ორფაზიანი. ამჟამად მიკროგრავიტაციის პირობებში თერმორეგულირების ორფაზიანი სისტემის მუშაობის შესახებ ცოტა რამ არის ცნობილი და პროექტმა FBCE-მა ეს ვითარება უნდა შეცვალოს. 

კოსმოსში აგრეთვე მნშვნელოვანია ნახშირორჟანგისგან გათავისუფლების ეფექტური სისტემის გამოყენება. Cygnus-მა საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე წაიღო ახალი ოთხფენიანი CO2 სკრუბერი, იგი სადგურზე ამჟამად არსებული მოწყობილობის გაუმჯობესებული ვერსიაა. მას შეუძლია სადგურს გარეთ CO2 -ის გატანა ან პროცესში წყლის წარმოება, გარდა ამისა, დაგეგმილია დაკვირვება ობზე Physarum polycephalum, რომლის მდგომარეობის ყოველი ცვლილება კამერაზე დაფიქსირდება. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.