Jump to content

Samsung Galaxy Z Flip 3 - Snapdragon 888, ორი ეკრანი, სამი კამერა და წყლისგან დაცვა


Recommended Posts

სამხრეთკორეულმა კომპანიამ წარადგინა დასაკეცი სმარტფონი Samsung Galaxy Z Flip 3. მას აქვს კომპაქტური დამატებითი დისპლეი, ორი ძირითადი კამერა, ერთი ფრონტალური კამერა და მთელი რიგი საინტერესო მახასიათებლები. 

image.jpeg 

Samsung Galaxy Z Flip 3 სმარტფონს აქვს ძირითადი დისპლეი Foldable Dynamic AMOLED 2X, 120 ჰერცი კადრის განახლების სიხშირით. მატრიცა შეესაბამება HDR10+ სტანდარტს და აქვს მაქსიმალური 1200 ნიტი სიკაშკაშის მაჩვენებელი. დიაგონალი 6.7 დუიმია, გაფართოება - 1080 x 2640 პიქსელი. 

მეორე დისპლეი განთავსებულია უკანა მხარეს. მასში გამოყენებულია 1.9-დუიმიანი, Super AMOLED ტექნოლოგიით დამზადებული მატრიცა, რომლის გაფართოებაა 260 x 512 პიქსელი და იგი განკუთვნილია შეტყობინებების გამოტანისთვის. უკანა და წინა მხარეს სმარტფონს აქვს დამცავი მინა Gorilla Glass Victus. კორპუსს გააჩნია IPX8 სტანდარტის დაცვა წყლისგან. 

image.png 

Samsung Galaxy Z Flip 3-ში გამოყენებულია 5-ნანომეტრიანი ერთკრისტალიანი სისტემა Snapdragon 888 და 8 გბ ოპერატიული მეხსიერება. შიდა მეხსიერების მოცულობაა 128 ან 256 გბ მოდიფიკაციის შესაბამისად. 

ბატარეის მოცულობაა 3300 მა/სთ, აქვს 25-ვატიანი სადენიანი და 11-ვატიანი უსადენო დამუხტვის მხარდაჭერა. აგრეთვე ხელმისაწვდომია რევერსული დამუხტვა უსადენო გზით, მისი სიმძლავრე 4.5 ვატს შეადგენს.  

Samsung Galaxy Z Flip 3 მოდელის ძირითადი კამერის მოდულების გაფართოებაა 12+12 მპ. შესაძლებელია ვიდეოს ჩაწერა 4K UHD ფორმატში კადრის 60 FPS სიხშირით. ხელმისაწვდომია ოპტიკური სტაბილიზაცია, არ არის წარმოდგენილი ტელეობიექტივი. 10-მეგაპიქსელიან ფრონტალურ კამერასაც შეუძლია 4K UHD ფორმატის ვიდეოს ჩაწერა, თუმცა 30 FPS სიხშირით. 

image.jpeg 

სამხრეთკორეული კომპანია ამ დრომდე არ ათავსებს თითის ანაბეჭდის სკანერს დასაკეცი ეკრანის ქვეშ. ახალ მოწყობილობებში იგი კორპუსის მარჯვენა გვერდზეა განთავსებული. სმარტფონში წარმოდგენილია პროგრამული უზრუნველყოფა One UI 3.5 ოპერაციულ სისტემა Android 11-ს ბაზაზე, აგრეთვე AKG-ს სტერეოდინამიკები, NFC, Bluetooth 5.1 და Wi-Fi 6. სმარტფონს არ აქვს ყურსასმენის პორტი და microSD სლოტი.  

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.