Magdalena Posted August 13, 2021 Share Posted August 13, 2021 სამხრეთკორეულმა კომპანიამ წარადგინა დასაკეცი სმარტფონი Samsung Galaxy Z Flip 3. მას აქვს კომპაქტური დამატებითი დისპლეი, ორი ძირითადი კამერა, ერთი ფრონტალური კამერა და მთელი რიგი საინტერესო მახასიათებლები. Samsung Galaxy Z Flip 3 სმარტფონს აქვს ძირითადი დისპლეი Foldable Dynamic AMOLED 2X, 120 ჰერცი კადრის განახლების სიხშირით. მატრიცა შეესაბამება HDR10+ სტანდარტს და აქვს მაქსიმალური 1200 ნიტი სიკაშკაშის მაჩვენებელი. დიაგონალი 6.7 დუიმია, გაფართოება - 1080 x 2640 პიქსელი. მეორე დისპლეი განთავსებულია უკანა მხარეს. მასში გამოყენებულია 1.9-დუიმიანი, Super AMOLED ტექნოლოგიით დამზადებული მატრიცა, რომლის გაფართოებაა 260 x 512 პიქსელი და იგი განკუთვნილია შეტყობინებების გამოტანისთვის. უკანა და წინა მხარეს სმარტფონს აქვს დამცავი მინა Gorilla Glass Victus. კორპუსს გააჩნია IPX8 სტანდარტის დაცვა წყლისგან. Samsung Galaxy Z Flip 3-ში გამოყენებულია 5-ნანომეტრიანი ერთკრისტალიანი სისტემა Snapdragon 888 და 8 გბ ოპერატიული მეხსიერება. შიდა მეხსიერების მოცულობაა 128 ან 256 გბ მოდიფიკაციის შესაბამისად. ბატარეის მოცულობაა 3300 მა/სთ, აქვს 25-ვატიანი სადენიანი და 11-ვატიანი უსადენო დამუხტვის მხარდაჭერა. აგრეთვე ხელმისაწვდომია რევერსული დამუხტვა უსადენო გზით, მისი სიმძლავრე 4.5 ვატს შეადგენს. Samsung Galaxy Z Flip 3 მოდელის ძირითადი კამერის მოდულების გაფართოებაა 12+12 მპ. შესაძლებელია ვიდეოს ჩაწერა 4K UHD ფორმატში კადრის 60 FPS სიხშირით. ხელმისაწვდომია ოპტიკური სტაბილიზაცია, არ არის წარმოდგენილი ტელეობიექტივი. 10-მეგაპიქსელიან ფრონტალურ კამერასაც შეუძლია 4K UHD ფორმატის ვიდეოს ჩაწერა, თუმცა 30 FPS სიხშირით. სამხრეთკორეული კომპანია ამ დრომდე არ ათავსებს თითის ანაბეჭდის სკანერს დასაკეცი ეკრანის ქვეშ. ახალ მოწყობილობებში იგი კორპუსის მარჯვენა გვერდზეა განთავსებული. სმარტფონში წარმოდგენილია პროგრამული უზრუნველყოფა One UI 3.5 ოპერაციულ სისტემა Android 11-ს ბაზაზე, აგრეთვე AKG-ს სტერეოდინამიკები, NFC, Bluetooth 5.1 და Wi-Fi 6. სმარტფონს არ აქვს ყურსასმენის პორტი და microSD სლოტი. https://bit.ly/3iFXCyc Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.