Jump to content

SEC-ის ხელმძღვანელმა Bitcoin-ბირჟებს მარეგულირებლებთან დიალოგისკენ მოუწოდა


Recommended Posts

image.jpeg 

ახალი ტექნოლოგიების განვითარებით SEC-ის როლი არ იცვლება - სააგენტომ უნდა დაიცვას როგორც საცალო, ისე ინსტიტუციური ინვესტორები თაღლითობისა და მანიპულირებისგან, მათ შორის ციფრული აქტივების ბაზრებზე. ამის შესახებ მარეგულირებელი ორგანოს ხელმძღვანელმა გარი გენსლერმა განაცხადა CNBC-თან საუბარში. 

მისი თქმით, SEC მზად არის დაინტერესებულ მხარეებთან კონსტრუქციული დიალოგისთვის. კრიპტოვალუტების ბაზარზე საუბრისას მან ხაზი გაუსვა, რომ სააგენტოსთვის მნიშვნელოვანია პლატფორმის მომხმარებლების დაცვა, რომლებიც სარგებლობენ ციფრულ აქტივებთან დაკავშირებული სერვისებით. 

გენსლერმა აღნიშნა, რომ ბევრი Bitcoin-ბირჟა და ლენდინგ-პლატფორმა „სასაზღვრე პოზიციაში“ იმყოფება, რადგან, დიდი ალბათობით, არარეგისტრირებულ ფასიან ქაღალდებთან უჭირავთ საქმე. 

„მათ უნდა მოგვმართონ, დაამყარონ დიალოგი. ბევრი მათგანი ცდილობს თქვას: "იცით, ჩვენ არ ვაპირებთ პირველი ნაბიჯის გადადგმას", - განაცხადა მან. 

განყოფილების უფროსმა აღნიშნა, რომ "Bitcoin-ი და ასობით სხვა მონეტა" მიეკუთვნება სპეკულაციური აქტივების კლასს. მან განმარტა, რომ მარეგულირებელი ორგანო არ არის ამ მდგომარეობის წინააღმდეგი, მაგრამ მისი მოვალეობაა უზრუნველყოს ინვესტორები "საბაზისო დაცვით". 

Squawk Box-ის წამყვანმა ენდრიუ სორკინმა აღნიშნა, რომ რეგულირება ეწინააღმდეგება Bitcoin-ის ძირითად იდეას. ამის საპასუხოდ გენსლერმა შეაქო კრიპტოვალუტის "ლიბერტარიანული ფასეულობები", მაგრამ აღნიშნა ზედამხედველობის მნიშვნელობა თაღლითობის თავიდან ასაცილებლად და ტერორიზმთან და სხვა დანაშაულებთან საბრძოლველად. მაგალითის სახით მან მოიყვანა Colonial Pipeline-ზე გამომძალველი ვირუსის შეტევა. 

დრე ღონისძიება Aspen Security Forum 2021-ზე გენსლერმა განაცხადა, რომ SEC განიხილავს ინდუსტრიაში მკაცრი ზედამხედველობის რეჟიმის შემოღებას. მან ხაზი გაუსვა, რომ იგი  ნეიტრალურია ტექნოლოგიების, მაგრამ არა - ინვესტორთა დაცვის მიმართ. 

ივლისში გენსლერმა გაფრთხილება მისცა ტოკენების ემიტენტებს, რომელთაც საფუძვლად აქციები უდევს, რომ აუცილებელია ანგარიშგება SEC-ის წინაშე. 

იმავე თვეში ოფიციალურმა პირმა მოითხოვა ბიტკოინ-ბირჟებზე ინვესტორების დაცვის წესების გაფართოება. ეს უკანასკნელი, მისი აზრით, უნდა დარეგულირდეს აქციებისა და დერივატივების ბაზრის  მოთხოვნების შესაბამისად. 

შეგახსენებთ, რომ 2021 წლის აპრილში აშშ-ის სენატმა გენსლერის კანდიდატურა დაამტკიცა SEC-ის ხელმძღვანელის პოზიციაზე. ბარაკ ობამას ადმინისტრაციის დროს იგი მუშაობდა CFTC-ის თავმჯდომარედ და ახსოვს რეგულირებისადმი მკაცრი მიდგომა. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.