Jump to content

Binance გააუქმებს კრიპტოდერივატივებით ვაჭრობის შესაძლებლობას ევროპის სამ ქვეყანაში


Recommended Posts

image.png 

Bitcoin-ბირჟა Binance-მა განაცხადა, რომ გეგმავს კრიპტოდერივატივებით ვაჭრობის შესაძლებლობის გაუქმებას ევროპაში. პროცესი დაიწყება გერმანიით, იტალიითა და ნიდერლანდებით. 

ძალაში მყისიერი შესვლის შედეგად ამ ქვეყნების მომხმარებლებს არ ექნებათ შესაძლებლობა გახსნან ახალი ანგარიშები ფიუჩერსული ან დერივატივ-პროდუქტებისთვის. მოგვიანებით, რომლის თარიღი გამოცხადდება მომავალში, მომხმარებლებს მიეცემათ 90-დღიანი ვადა პოზიციების დახურვისთვის, ” - ნათქვამია შეტყობინებაში. 

კრიპტობირჟამ 2 BTC-დან 0.06 BTC-მდე შეამცირა თანხის გატანის დღიური ლიმიტი ახალი მომხმარებლებისთვის, რომლებმაც გაიარეს ანგარიშის საბაზისო ვერიფიკაცია. Binance-მა აგრეთვე შეამცირა ფინანსური ბერკეტი (leverage) პლატფორმაზე ოცჯერ. 

28 ივლისს კომპანიამ გამოაცხადა ახალი API-ს ამოქმედება, რომელიც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს თვალყური ადევნონ საკუთარი კრიპტოაქტივებით განხორციელებულ ტრანზაქციებს საანგარიშსწორებო ვალდებულებების შესრულებისთვის. 

შეგახსენებთ, რომ ივნისში გაერთიანებული სამეფოს ფინანსური ზედამხედველობის ორგანომ Binance Markets Limited-ს აუკრძალა ქვეყანაში ნებისმიერი რეგულირებადი საქმიანობა წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე. 

კაიმანის კუნძულებზე დაიწყ ბირჟის საქმიანობის შემოწმება, ტაილანდმა და ჰონგკონგმა დაადანაშაულეს კომპანია ლიცენზიის გარეშე მუშაობაში და იაპონიამ მას კიდევ ერთი გაფრთხილება მისცა. 

პოლონელმა მარეგულირებლებმა მოითხოვეს სიფრთხილის გამოჩენა Binance-ის სერვისებით სარგებლობისას. იტალიამ და მალტამ გააფრთხილეს მომხმარებლები კომპანიის არარეგულირებული საქმიანობის შესახებ. 

ზედამხედველი ორგანოების ზეწოლის ფონზე  Changpeng Zhao-მ გამოაქვეყნა წერილი, რომელშიც ის ასახავს ბირჟის გეგმებს მომხმარებლების დაცვისა და მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.