Jump to content

საერთაშორისო სავალუტო ფონდის გაფრთხილება Bitcoin-ის ლეგალიზაციის შედეგების შესახებ


Recommended Posts

image.png 

ქვეყნები, რომლებიც ციფრულ აქტივებს მიიღებენ ეროვნული ვალუტის ან კანონიერი საგადახდო საშუალების სახით, რისკის ქვეშ აყენებენ მაკროეკონომიკურ სტაბილურობას. ამის შესახებ საერთაშორისო სავალუტო ფონდის ბლოგში დაწერე ორგანიზაციის მარკეტინგის განყოფილების დირექტორმა ტობიას ადრიანმა და მთავარმა იურისტ-კონსულტანტმა როდა უიკს-ბრაუნმა. 

სტატიის ავტორებმა აღიარეს, რომ "ფულის ახალ ციფრულ ფორმებს" შეუძლია გადახდები უფრო იაფი და სწრაფი გახადონ, გაზარდონ ფინანსურ სერვისებზე წვდომა და გაამარტივონ ტრანსსასაზღვრო გადარიცხვებ. მაგრამ მათი ინტეგრაცია სავსეა "რთული პოლიტიკური გადაწყვეტილებებით" და მნიშვნელოვანი ინვესტიციებით, ამბობენ ექსპერტები. 

„ზოგიერთი ქვეყანა შესაძლოა მოიხიბლოს მოკლე გზით: მიიღონ კრიპტოაქტივები ეროვნული ფლის სახით. ბევრი მათგანი რეალურად უსაფრთხო, მარტივად ხელმისაწვდომი და იაფია ოპერაციების განსახორციებლად. თუმცა ჩვენ ვთვლით, რომ უმეტეს შემხვევაში რისკები და ხარჯები აღემატება პოტენციურ სარგებელს“ - ნათქვამია სტატიაში. 

საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენლებმა ყურადღება გაამახვილეს Bitcoin-ის არასტაბილურობაზე და მას უწოდეს "სპეკულაციური აქტივი". მათი აზრით, ქვეყნები, რომლებიც მონეტის ლეგალიზაციას ახდენენ, დგებიან ციფრული აქტივების უკანონო გამოყენებისა და ეკოლოგიური რისკების წინაშე. 

„მოოვებადი კრიპტოვალუტები, მაგალითად Bitcoin-ი, უზარმაზარი მოცულობის ელექტროენერგიას საჭიროებენ. ამგვარი აქტივების ეროვნულ ვალუტად მიღების შემხვევაში გარემოზე ზემოქმედება შესაძლოა საშინელი იყოს“ - აღნიშნეს ავტორებმა. 

ფონდში გამოიტანეს დასკვნა, რომ სარეზერვო ვალუტად ევროს ან დოლარის არჩევა „თუნდაც ნაკლებად სტაბილური ეკონომიკის პირობებში იქნება უფრო მიმზიდველი, ვიდრე კრიპტოაქტივების გამოყენება“. 

ორგანიზაციამ ადრე დაინახა რიგი რისკები და მარეგულირებელი გამოწვევები სალვადორის მიერ Bitcoin-ანგარიშსწორების ლეგალიზაციაში. 

კანონპროექტი პირველი კრიპტოვალუტის გადახდის კანონიერ საშუალებად აღიარების შესახებ ქვეყნის პარლამენტმა ივნისის დასაწყისში მიიღო. დოკუმენტი ძალაში შევა 2021 წლის 7 სექტემბრიდან. 

ოპოზიციამ ეს გადაწყვეტილება არაკონსტიტუციურად შეაფასა. ინიციატივამ ასევე ვერ მოიპოვა გამოხმაურება ადგილობრივ ფულის გადარიცხვის სერვისებს შორის - მხოლოდ რამდენიმე მათგანს აქვს Bitcoin-ის ინტეგრირებული მხარდაჭერა. 

JPMorgan-ის ანალიტიკოსებმა ეჭვქვეშ დააყენეს სალვადორში გადახდის საშუალებად პირველი კრიპტოვალუტის გამოყენების საკითხი. მათი აზრით, პრობლემები შეიძლება წარმოიშვას იმის გამო, რომ მონეტების უმეტესობა არალიკვიდურია. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.