Jump to content

Intel-მა წარადგინა პროცესორები Xeon W-3300 - Ice Lake მძლავრი სამუშაო სადგურებისთვის


Recommended Posts

კომპანია Intel-მა წარდგინა Xeon W-3300 პროცესორები, რომლებიც განკუთვნილია მძლავრი სამუშაო სადგურების შექმნისთვის. ახალი ჩიპები შეავსებს Intel Xeon Ice Lake-SP სერვერული პროცესორების სერიას, მათ ექნება იგივე არქიტექტურა, 10-ნანომეტრიანი ტექნოპროცესი და  LGA 4189 სოკეტი. ახალი Xeon W უკვე ხელმისაწვდომია სისტემური ინტეგრატორებისთვის. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: Intel 

Intel Xeon W-3300 ჩიპების სერიაში შევიდა ხუთი მოდელი: Xeon W-3375, Xeon W-3365, Xeon W-3345, Xeon W-3335 და Xeon W-3323. მათ აქვთ 38 ფიზიკური ბირთვი, რომელთაც 76-მდე ვირტუალური ნაკადის დამუშავება შეუძლიათ. ტაქტის სიხშირე აღწევს 4.0 გჰც-ს Turbo Boost რეჟიმში, მოდელების TDP-ის დონე კი 220-დან 270 ვატამდე ვარირებს. ახალ ჩიპებს აქვთ 64 PCIe 4.0 არხის მხარდაჭერა და შეუძლიათ მიიღონ  4 ტბ-მდე რვაარხიანი DDR4-3200 ოპერატიული მეხსიერება შეცდომების კორექციის ფუნქციით (ECC). 

image.jpeg 

მწარმოებელი კომპანიის განცხადებით, Xeon W-3300 სერიის ჩიპებს გააჩნია ორნახევარჯერ მეტი მეხსიერების მხარდაჭერა და უზრუნველყოფენ ოპერატიული მეხსიერების 31%-ით მაღალ სიჩქარეს წინა მოდელებთან შედარებით. გარდა ამისა, Intel-ის შიდა ტესტები გვიჩვენებს, რომ ახალი ჩიპები დემონსტრირებენ 45%-ით მაღალ მრავალნაკადიან წარმადობას Cinema 4D-ში, 26%-ით მაალ წარმადობას AutoDesk Maya რენდერისას, უზრუნველყოფენ 20%-მდე უკეთეს წარმადობას რედაქტირებისა და კოდირებისას Adobe Premiere Pro-ში და უზრუნველყოფენ 27%-მდე მეტ წარმადობას AutoDesk Maya-ს ფინალურ 3D-ვიზუალიზაციაში Intel Xeon W-3200 სერიის მოდელებთან შედარებით. 

Xeon W-3300 პროცესორების დამატებითი მახასიათებლებია Turbo Boost 2.0 ტექნოლოგიის, AVX-512 ინსტრუქციების მხარდაჭერა, აგრეთვე ამოცანათა დამუშავების დაჩქარებისთვის განკუთვნილი Deep Learning Boost ტექნოლოგიის მხარდაჭერა, რომელიც დაკავშირებულია მანქანურ სწავლებასთან, ამასთან აღსანიშნავია Intel Optane SSD P5800X-სთან მუშაობის შესაძლებლობა. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.