Jump to content

Coinbase: SEC-ის მიერ Bitcoin-ETF-ის მალე დამტკიცება გარდაუვალია


Recommended Posts

image.png 

Coinbase-მა ოპტიმისტურად შეაფასა აშშ-ში Bitcoin-ზე დამყარებული საბირჟო ფონდების (ETF) დამტკიცების პერსპექტივა მიმდინარე ან მომავალი წლისთვის. ამის შესახებ ბირჟამ განაცხადა 2021 წლის პირველი ნახევრის ინდუსტრიის მიმოხილვისას, რომელიც ინსტიტუციონალური ინვესტორებისთვის იყო განკუთვნილი. 

„ბევრი მსხვილი ETF ემიტენტი მიიჩნევს, რომ აშშ-ის ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომპანიამ (SEC) შესაძლოა ნებართვა მისცეს საბირჟო კრიპტოფონდებს მიმდინარე ან 2022 წელს. არსებობს მთელი რიგი მიზეზები, რომლებიც ამ ოპტიმიზმს ამყარებს“ - აღნიშნეს კომპანიის სპეციალისტებმა. 

მათ გაიხსენეს, რომ მარეგულირებელმა ორგანომ უარყო Bitcoin-ETF-ის ლისტინგთან დაკავშირებული სულ მცირე ათეული განაცხადი. თუმცა, მათი აზრით, იმ დროიდან გაჩნდა მთელი რიგი ხელსაყრელი ფაქტორები კომისიის მიერ მსგავსი საინვესტიციო ინსტრუმენტების რეგისტრაციისთვის:  

  • SEC-ის ახალი ხელმძღვანელობა გერი გენსლერის მეთაურობით, რომლებიც კრიპტოვალუტების ბაზრის მიმართ უფრო ლოიალურებად ითვლებიან; 

  • ინდუსტრიაში ინსტიტუციონალური მოთამაშეების რაოდენობის გაზრდა; 

  • ციფრული ოქროს ფიუჩერსული ბაზრის მოცულობის ზრდა ნიშნულამდე, რომელსაც მარეგულირებლები ორიენტირად იყენებენ; 

  • Bitcoin-ETF-ის წარმატებული დებიუტი კანადაში. 

კომპანიამ ხაზი გაუსვა, რომ საბირჟო Bitcoin-ფონდებისთვის ნებართის გაცემა გახდება „ინდუსტრიისთვის გადამწყვეტი მომენტი“, რაც განბლოკავს ახალი ფულადი რესურსების ნაკადს ისეთი მიუწვდომელი არხებიდან, როგორებიცაა ბროკერ-დილერები ან გადასახადებისგან თავისუფალი ანგარიშები. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.