Jump to content

არაოფიციალურად: Intel ოვერქლოქერულ Alder Lake-ს წლის ბოლომდე გამოუშვებს, მასობრივი მოდელები კი შეფერხდება


Recommended Posts

გერმანულ რესურს Igor’sLAB-ის ინფორმაციით, კომპანია Intel მიმდინარე წელს გამოუშვებს Alder Lake პროცესორების მხოლოდ K და KF სერიებს, ე.ი. მოდელებს განბლოკილი მულტიპლიკატორით, რომლებიც ენთუზიასტების აუდიტორიისთვისაა განკუთვნილი. ახალი სერიის დანარჩენ პროცესორებს მომდევნო წლამდე უნდა ველოდოთ. 

image.jpeg 

გავრცელებული ინფორმაციით, კომპანიამ გადაწყვიტა Alder Lake ჩიპების გამოშვების დაჩქარება, რომლებიც ასევე ცნობილია, როგორც მე-12 თაობის Core. ახალი პროცესორების გაყიდვის დაწყება მოსალოდნელია 27 ოქტომბრიდან 19 ნოემბრამდე პერიოდში, ანუ პრაქტიკულად მორიგ ღონისძიება Intel Innovation-ის შემდეგ, რომელიც 27 ოქტობრისთვისაა დაგეგმილი.  

მიმდინარე წელს გაყიდვაში გამოვა მხოლოდ K და KF სერიის პროცესორები, აგრეთვე დედა დაფები ფლაგმანურ ჩიპსეტ Intel Z690-ის ბაზაზე. ახალი პლატფორმის ფარგლებში დანარჩენი პროდუქტების ანონსი, რომელთა შორისაა ჩიპსეტები H670, B660 და B610, შედგება ელექტრონიკის გამოფენა CES 2022-ზე, რომელიც მომავალი წლის დასაწყისში გაიმართება. უნდა ითქვას, რომ ზემოხსენებული რესურსი უკვე მეორე წყაროა, რომელიც გვაცნობებს არა-K სერიის Alder Lake ჩიპების გამოშვების თარიღის გადაწევის შესახებ. ამგვარი ცნობა გავრცელდა დაახლოებით ორი თვის წინ ტექნობლოგერ Moore’s Law is Dead-ის მიერ. 

ადრე აგრეთვე ცნობილი გახდა, რომ დედა დაფების მწარმოებლები არ იჩენენ განსაკუთრებულ ენთუზიაზმს კვების ახალ სტანდარტ ATX12VO-ს მიმართ, რომელიც გულისხმობს უარის თქმას დედა დაფებში არსებულ კვების 24-პინიან კონექტორებზე და ამის ნაცვლად 10-პინიანი 12-ვოლტიანი კონექტორის გამოყენებას, რაც ჯამში განაპირობებს გარკვეულ შემთხვევებში პერსონალური კომპიუტერის ენერგომოხმარების შემცირებას. როგორც პორტალი VideoCardz წერს, კვების ახალი სტანდარტის პოპულარობის გაზრდის მიზნით Intel ფასდაკლებასაც კი იძლევა ახალ, 600-სერიის ჩიპსეტებზე, თუმცა მხოლოდ იმ მწარმოებლებისთვის, ვინც გამოუშვებს დაფებს ახალი ATX12VO კონექტორით. ამჟამად კი Intel Z690 სისტემური ლოგიკის ნაკრებზე დედა დაფების უმეტესობა პროექტდება წინა ATX12V სტანდარტის მიხედვით, თუმცა ზოგიერთი ვენდორი მაინც გეგმავს ATX12VO მხარდაჭერის მქონე მოდელების გამოშვებას. 

image.png 

ახლახანს გამართულ ღონისძიება Intel Accelerated-ზე კომპანიამ განახორციელა საკუთარი ტექნოლოგიური პროცესების რებრენდინგი. ამიერიდან 10-ნანომეტრიან Enhanced SuperFin ტექნოლოგიას ეწოდება Intel 7. მის ბაზაზე კომპანია გამოუშვებს სამომხმარებლო Alder Lake პროცესორებს, აგრეთვე Sapphire Rapids სერიის სერვერულ ჩიპებს (და შესაძლოა, HEDT-გადაწყვეტილებებს მომავალში). კომპანიის განცხადების თანახმად ტექნოპროცესი Intel 7 უზრუნველყოფს წარმადობის ზრდას ვატზე დაახლოებით 10-15%-ით Intel 10nm SuperFin ტექნოლოგიასთან შედარებით FinFET ტრანზისტორების სტრუქტურის ოპტიმიზაციის ხარჯზე. 

მე-12 თაობის ახალი Intel Core პროცესორებს სჭირდება ახალი LGA1700 კონექტორი. პლატფორმას აგრეთვე ექნება Raptor Lake-S პროცესორების მხარდაჭერა, რომლებიც მომავლ წელს Alder Lake-ს ჩაანაცვლებენ. სამწუხაროდ, კომპანიას არაფერი უთქვამს, ექნება თუ არა ამ სოკეტის მხარდაჭერა მე-14 თაობის ჩიპებსაც, რომელთა კოდური დასახელებაა Meteor Lake. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.