Jump to content

Binance-მა თანხის გატანის დღიური ლიმიტი 2 BTC-დან 0.06 BTC-მდე შეამცირა


Recommended Posts

image.png 

კრიპტო ბირჟა Binance-მა 2 BTC-დან 0.06 BTC-მდე შეამცირა თანხის გატანის დღიური ლიმიტი ახალი მომხმარებლებისთვის, რომელთაც გაიარეს ექაუნთის საბაზისო ვერიფიკაცია. 

ბირჟის უკვე არსებული მონაწილეებისთვის ცვლილებები განხორციელდება ეტაპობრივად - 8-დან 23 აგვისტომდე. 

პიროვნების შემოწმება საშუალებას იძლევა თანხის გატანის დღიური ლიმიტი 100 BTC-მდე გაიზარდოს. 

გარდა ამისა, Binance-ის ხელმძღვანელმა Changpeng Zhao-მ დაწერა, რომ მიი კომპანია ეძებს კანდიდატს გენერალური დირექტორის პოზიციაზე. 

„უახლოეს დროში არ იგეგმება ჩემი, როგორც აღმსარულებელი დირექტორის შეცვლა. დიდი სურვილი გვაქვს დავიქირავოთ გენერალური დირექტორი დიდი გამოცდილებით. ეს საჭიროა, რათა მოხდეს დემონსტრირება, რომ ვემორჩილებით მარეგულირებელ მოხოვნებს, ეს ორგანიზაციის მავარი პრიორიტეტია“.  

მან გამოთქვა მოსაზრება, რომ აღმასრულებელი დირექტორი კომპანიაში ათ წელს მეტხანს არ უნდა დარჩეს - მისი აზრით, 5 წელი ოპტიმალური პერიოდია. 

Zhao-მ ხაზი გაუსვა, რომ „მას არ სჭირდება იყოს აღმასრულებელი დირექტორი“, აგრეთვე აღნიშნა, რომ არ ტოვებს Binance-ს. 

„მე ყოველთვის მოვძებნი მეთოდებს, თუ როგორ შევუწყო ხელი ჩვენი ლოგოტიპის უკან მდგომ ქომიუნითის“. 

მაისში გაკეთებული ინტერვიუს დროს Zhao-მ განაცხადა, რომ აღმასრულებელმა დირექტორმა, რომელიც კომპანიას 10 წელი მართავს, ადგილი სხვა ადამიანს უნდა დაუთმოს. წინააღმდეგ შემთხვევაში ორგანიზაციის დინამიკა შენელდება. 

იმ დროს მან განაცხადა, რომ ფიქრობდა გენერალური დირექტორის როლის ტრანზიტსა და გადაცემაზე, აგრეთვე თქვა, რომ აპირებდა მომავალში Binance Smart Chain ეკოსისტემის განვითარებაზე ყურადღების გამახვილებას.  

შეგახსენებთ, Binance-მა ცოტა ხნის წინ ოცჯერ შეამცირა მაქსიმალური ფინანსური ბერკეტი (leverage) ფიუჩერსულ პლატფორმაზე. ამ გადაწყვეტილებამდე ცოტა ხნით ადრე კომპანიამ განაცხადა, რომ წყვეტა ტოკენიზებული აქციების მხარდაჭერას. 

Zhao-მ ადრე არ გამორიცხავდა მარეგულირებელი წნეხის ზრდას. მან ასევე ისაუბრა სტრატაპის სტადიიდან ფინანსურ სერვისზე გადასვლისთვის საჭირო ზომების შესახებ. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.