Jump to content

Bloomberg-ის სტრატეგი: Bitcoin-ის ფასი 60 ათას აშშ დოლარზე უფრო დაბრუნდება, ვიდრე 20 ათასამდე ჩამოვა


Recommended Posts

image.jpeg 

Bloomberg Intelligence-ის ნედლეული პროდუქტების უფროსი სტრატეგი მაიკ მაკგლონი მიიჩნევს, რომ პირველი კრიპტოვალუტა უფრო დიდ ალბათობით დაბრუნდება 60 ათას აშშ დოლარიან ნიშნულ, ვიდრე 20 ათას აშშ დოლარამდე დაეცემა. 

„ჩვენმა კრიპტოანალიტიკოსმა მაიკ მაკგლოუნმა განაცხადა, რომ Bitcoin-ის ფასი დიდი ალბათობით მიაღწევს 60 ათას აშშ დოლარს და არა 20 ათას $-ს ფასების ისტორიული პატერნებიდან გამომდინარე. მან აგრეთვე აღნშნა, რომ ჩინეთის უარი ღია კოდის მქონე პროგრამული კრიპტოაქტივების მიმართ შესაძლოა გახდეს ქვეყნის ეკონომიკური აღმასვლის დასაწყისი“ - დაწერა Bloomberg-ის ბირჟების ფონდების უფროსმა ანალიტიკოსმა ერიკ ბალჩუნასმა. 

მაკგლოუნის აზრით, ბაზარზე არსებული ვითარება ჰგავს 2018-2019 წლების კონსოლიდაციის პერიოდს, როდესაც პირველი კრიპტოვალუტა იყიდებოდა დაახლოებით 4 ათას აშშ დოლარად, სანამ მისი ფასი 14 ათას აშშ დოლარამდე გაიზრდებოდა. მან ხაზი გაუსვა, რომ დათვური განწყობა ჭარბობს მაშინ, როდესაც ფასი 20-კვირიანი ცვლადი შუალედის  30%-ით ქვემოთ ნარჩუნდება. 

კვირას, 25 ივლისს, Bitcoin-ის ფასმა გადააჭარბა 34400 $-იან დონეს. CoinGecko-ს თანახმად დღე-ღამის განმავლობაში აქტივის კვოტირება გაიზარდა თითქმის 2%-ით, კვირის განმავლობაში - 9%-ით. სტატიის მომზადების დროს ციფრული ოქრო 34 460 აშშ დოლარად იყიდებოდა. 

image.png 

BTC/USDT საათობრივი გრაფიკი ბირჟა Binance-ზე. წყარო: TradingView. 

ბალჩუნასის ერთ-ერთმა გამომწერმა დაწერა, რომ რეპრესიული პოლიტიკა ინოვაციური ფინანსური ტექნოლოგიების მიმართ ასახავს ჩინეთის შიშს იუანის სტაბილურობის შესახებ. 

„ამან რატომღაც ჩაკ ნორიზე ხუმრობა გამახსენა. ჩინეთი არ უარყოფს Bitcoin-ს, Bitcoin-ის უარყოფს ჩინეთს“ - უპასუხა ანალიტიკოსმა. 

მოგვიანებით მაკგლოუნმა აღნიშნა აშშ დოლარის დომინირება ციფრული აქტივებით ვაჭრობაში და განაცხადა, რომ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ხელისუფლების მოქმედება „ზრდის Bitcoin-ისა და აშშ-ის ეროვნული ვალუტის ფასეულობას“. 

კრიპტოვალუტის მაინინგის აკრძალვებთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოთქვამს ზოგიერთი ექსპერი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკიდან. როგორც ჟურნალისტი კოლუნ ვუ აცხადებს, ჩინეთის ბანკის ყოფილმა პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ჩინეთმა შესაძლოა „დაკარგოს კონკურენტუნარიანობა დეცენტრალიზებული ფინანსების ეპოქაში“. 

შეგახსენებთ, 20 ივლისს პირველი კრიპტოვალუტის ფასი 30 ათას აშშ დოლარს ქვემოთ ჩამოვიდა. თუმცა კონფერენცია The B World-ის შემდეგ, რომელშიც მონაწილეობდნენ ილონ მასკი, კეტი ვუდი და ჯეკ დორსი, კოტირებებმა ზრდა დაიწყო. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.