Jump to content

Mastercard მოხმარებლებს საშუალებას მისცემს კრიპტოვალუტით გადაიხადონ ყველგან, სადაც მისი ბარათები მიიღება


Recommended Posts

საგადახდო სისტემა Mastercard-მა განაცხადა, რომ ბანკებისა და კრიპტოსავალუტო ორგანიზაციებისთვის ამოქმედდა სატესტო პროგრამა, რომელიც მათ საშუალებას მისცემს მომხმარებლები უზრუნველყონ შესაძლებლობით - ციფრული ვალუტებით მოახდინონ ანგარიშსწორება ყველგან, სადაც Mastercard-ის საგადახდო ბარათები მიიღება. 

image.jpeg 

პროექტში მონაწილეობენ Mastercard-ის პატნიორები Evolve Bank & Trust, Paxos Trust Company, აგრეთვე Circle. Paxos-მა და Circle-მა შესთავაზეს ავიანთი სისტემები, რათა განხორციელდეს კრიპტოვალუტის გაცვლა ტრადიციულ ფულზე Stablecoin-ების მეშვეობით - ციფრული ფულით, რომლები დაკავშირებულია ჩვეულებრივ ფულთან ან ისეთ საქონელთან, როგორიცაა ნავთობი ან ძვირფასი ლითონები, რომლებიც ნაკლებად ექვემდებარება არასტაბილურობას. 

„დღესდღეობით, როდესაც ხალხს სურს დახარჯოს კრიპტოვალუტა, მაგალითად Bitcoin, Bitcoin Cash, Ethereum ან Litecoin, ისინი იძულებულნი არიან Mastercard-ის ქსელში ტრადიციული ფიატური ფულით გადაიხადონ. Mastercard-ის თანამშრომლობა Evolve-ს, Paxos-სა და Circle-თან გადაჭრის ამ პრობლემას ინდუსტრიის ყველა მოთამაშესთვის“, - განაცხადეს სისტემის წარმომადგენლებმა. თუკი პროცედურა გამარტივდება, ბანკებისა და კრიპტო სერვისების უფრო მეტ რაოდენობას ექნება საშუალება თავის მომხმარებლებს შესთავაზონ კრიპტოვალუტებით პირდაპირი ანგარიშსწორების შესაძლებლობა - აღნიშნეს Mastercard-ში. 

თებერვალში Mastercard-მა განაცხადა, რომ საფუძველი უკვე ჩაუყარა თავის ქსელში რამდენიმე კრიპტოვალუტის მხარდაჭერას. იმ დროისთვის პროექტი მიზნად ისახავდა, რომ მომხმარებლებს, გამყიდველებსა და ორგანიზაციებს ციფრულ აქტივებთან მუშაობის საბაზისო შესაძლებლობა მიეღოთ. 

გასულ წელს Mastercard-ი გაერთიანდა Wirex-თან, BitPay-სა და LVL-სთან ისეთი კრიპტო ბარათის შექმნის მიზნით, რომელიც მფლობელებს კრიპტო ტრანზაქციების განხორციელებაში დაეხმარებოდა. თუმცა გასული წლის პროექტის ფარგლებში კრიპტოვალუტები არ გადიოდა Mastercard-ის ფინანსური ქსელის გზას. ამის ნაცვლად პატნიორების ძალისხმევის შედეგად ხდებოდა გადაცვლა ფიატზე, რომელიც შემდეგ გადაეცემოდა სხვა მომხმარებლებს სერვისის სისტემის მეშვეობით. 

გარდა ამისა, Mastercard ამჟამად თანამშრომლობს არაერთ დიდ მსოფლიო ბანკთან, რათა განიხილოს ახალი კრიპტოვალუტების გამოშვების გეგმები. თავად Mastercard-ს უკვე დარეგისტრირებული აქვს 89 პატენტი, როლებიც ეხება ბლოკჩეინ-ტექნოლოგიას, კიდევ 285 კი რეგისტრაციის სტადიაში იმყოფება. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.