Magdalena Posted July 21, 2021 Posted July 21, 2021 როგორც ჩანს, მხოლოდ Intel-ს არ აქვს გეგმაში სერვერულ პროცესორებში HBM სტანდარტის მეხსიერების გამოყენება. როგორც ცნობილი გახდა, კომპანია AMD ასევე აპირებს გამოიყენოს HBM მეხსიერება Zen 4 არქიტექტურის ბაზაზე არსებულ EPYC Genoa სერვერულ პროცესორებში. ეს ინფორმაციაა გაასაჯაროვა პორტალ Inpact-Hardware-მა, რომელმაც ცნობები ანონიმური წყაროებისგან მიიღო. ანგარიშის თანახმად, HBM მეხსიერების მქონე EPYC პროცესორებს დიდი ხანია ითხოვენ AMD-ის პარტნიორები. Intel-მა უკვე დააანონსა Sapphire Rapids პროცესორები HBM-ით, თუმცა ამ ჩიპების გამოსვლა 2023 წლამდე არ იგეგმება. არსებობს ინფორმაცია, რომ AMD ამზადებს Milan-X პროცესორების ხაზს, როგორც შუალედურ რგოლს Zen 3 და Zen 4 თაობებს შორის და მათში წარმოდგენილი იქნება 3D-ჩიპების ტექნოლოგია, თუმცა უცნობია რომელი მეთოდი იქნება გამოყენებული: CCD თუ V-Cache. გამოსვლის თარიღის კუთხით განსხვავება Milan-სა და Мilan-X-ს შორის დაახლოებით 2-3 კვარტალია და დაახლოებით ასეთივე ვადებია მოსალოდნელი HBM-ის მქონე AMD EPYC Genoa ხაზის შემთხვევაში. განსაკუთრებით საინტერესო იქნება AMD-ის HBM მეხსიერების განლაგების პრინციპი. მეხსიერების ჩიპები შესაძლოა განლაგდეს როგორც კრისტალის შიგნით, ისე მის გარეთ. კომპანია Intel-საც ჯერჯერობით არ გადაუწყვეტავს რომელ მიდგომას გამოიყენებს. საინტერესოა, საბოლოო ჯამში რომელ ვარიანტს გამოიყენებს თითოეული კომპანია და რომელი მათგანი აღმოჩნდება უფრო სწორი პროცესორების წარმადობაზე გავლენის მოხდენის თვალსაზრისით. https://bit.ly/3ez7yqB Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.