Magdalena Posted July 20, 2021 Share Posted July 20, 2021 მიუხედავად იმისა, რომ AMD-ის დესკტოპ პროცესორები Intel-ს აღემატება როგორც სამუშაო დატვირთვით, ისე გეიმინგში, გეიმერების უმეტესობა მაინც Intel-ის მხარეს რჩება. იქნებ ეს ჩვევის საკითხია, ან შესაძლოა პრობლემას Ryzen 5000-ის მაღალი ფასები წარმოადგენდეს. ამ სერიაში საერთოდ არ არის დაბალბიუჯეტური ჩიპები, გამოდის რომ AMD უბრალოდ აიგნორებს მასიურ მომხმარებლებს. გაურკვეველია, სადამდე მივა ეს ყველაფერი გრძელვადიან პერსპექტივაში, თუმცა დღეისთვის შესაძლებელია ითქვას, რომ AMD-ს რევანში არ გამოუვიდა: Steam-ის მონაცემებით ივნისში Intel-ის პროცესორების წილი 1.72%-ით გაიზარდა, რაც იმას ნიშნავს, რომ „ლურჯების“ ჩიპები გეიმერებს შორის უკეთ იყიდება, ვიდრე AMD-ის უფრო სწრაფი პროდუქცია. უნდა გვესმოდეს, რომ დღესდღეობით კონკურნეტზე დაწევის პოზიციაში Intel იმყოფება, გეიმინგ და სამუშაო დისციპლინებში ლიდერობის დაბრუნების მორიგი მცდელობა კი მიმდინარე წელს განხორციელდება. მაშ ასე, ახალ Alder Lake-S ხაზს ექნება 16 ბირთვი, რომელთა შორისაა 8 დიდი და 8 მცირე, ენერგოეფექტური ბირთვი, რომლებიც უზრუნველყოფენ ენერგომოხმარების დაბალ დონეს მარტივ და საბაზისო ამოცანებში. დესკტოპ პროცესორები დამყარებული იქნება 10-ნანომეტრიან Enhanced SuperFin ტექნოპროცესზე, მათი სასარგებლო წონადი არგუმეტია ახალი ტიპის ოპერატიული მეხსიერება DDR5 და PCIe 5.0 ინტერფეისი. უნდა აღინიშნოს, რომ ასეთი ჩქარი SSD-ის გამოყენების შესახებ ამ დრომდე მხოლოდ რამდენიმე კომპანიამ განაცხადა, მაგრამ ამ ტექნოლოგიის თანამედროვეობის დამამტკიცებელი რეალური პროდუქტები ჯერ არავის უნახავს. ამჯერად შეგვიძლია გავეცნოთ პირველ სანდო მახასიათებლებს მე-12 თაობის დესკტოპ პროცესორების შესახებ. განვიხილოთ თითოეული მათგანი (P-Core - დიდი ბირთვები, E-Core -მცირე ბირთვები Core i9-12900K – 16-ბირთვიანი პროცესორი 5 გჰც-მდე სიხშირით ყველა P-Core ბირთვზე და 5,3 გჰც - თითო ამგვარზე. მე-3 დონის ქეშ-მეხსიერების მოცულობაა 30 მბ, TDP-ის დონე - 228 ვატი. არ არის გამორიცხული, რომ 10-ნანომეტრიანი ტექნოპროცესი შეამცირებს რეალურ მაჩვენებელს Intel-ის მე-11 თაობის მაჩვენებლებთან შედარებით. Core i7-12700K – 12-ბირთვიანი პროცესორი (8 დიდი, 4 მცირე ბირთვი), შესაძლებელია აჩქარება 4.7 გჰც-მდე ყველა ბირთვზე და 5 გჰც-მდე - ერთ მაღალი წარმადობის ბირთვზე. საკვირველია, მაგრამ ამ შემთხვევაში Intel-მა 300 მჰც-ით შეამცირა სიხშირე Core i7-11700K-თან შედარებით. საინტერესოა ის, რომ P-Core-ს ექნებათ მრავალნაკადიანი რეჟიმის ფუნქცია, E-Core-ს - არა, გამოდის, რომ Core i7-12700K 20-ნაკადიანია. Core i5-12600K – 10-ბირთვიანი პროცესორი კიდევ უფრო ნაკლებად შთამბეჭდავი მახასიათებლებით (6 დიდი, 4 მცირე ბირთვი). ტაქტის სიხშირე არ აჭარბებს 4.5 გჰც-ს ყველა ბირთვზე, შესაბამისად, არ ჩანს 10-ნანომეტრიანი ტექნოპროცესის რეალური წარმატება, რომელსაც ლოგიკურად ეს მაჩვენებელი უნდა გაეზარდა და არა - შეემცირებინა. https://bit.ly/36Eeb6w Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.