Jump to content

Bitmain-ის დამფუძნებელი კრიპტო ინდუსტრიაზე მარეგულირებლების ზეწოლაში დადებით მხარეებს ხედავს


Recommended Posts

image.jpeg 

მარეგულირებელი ორგანოების მხრიდან ზედამხედველობის გაძლიერებამ შესაძლოა სარგებელი მოუტანოს კრიპტოვალუტების ინდუსტრიას - განაცხადა მილიარდერმა და Bitmain-ის თანადამფუძნებელმა Jihan Wu-მ CNBC-სთან ინტერვიუში. 

მისი აზრით, რეგულაციები „აქრობს ბოროტმოქმედებს“ და აუმჯობესებს ინდუსტრიის რეპუტაციას სწრაფი ზრდის პირობებში. 

„ნორმატიული ზეწოლა უფრო ძლიერია, ვიდრე ადრე. მე ვფიქრობ, ასეთი დაუნდობელი დევნა შესაძლოა სასარგებლო აღმოჩნდეს გრძელვადიან პერსპექტივაში“ - განაცხადა ვუმ. 

მან აგრეთვე ივარაუდა, რომ კრიპტო ინდუსტრიის წარმომადგენლების უფრო აქტიური ურთიერთქმედება ხელისუფლებასთან აუცილებელია და, დიდი ალბათობით, სასარგებლო შედეგს გამოიღებს. 

მაგალითის სახით მილიარდერმა მოიყვანა სინგაპური, სადაც დაფუძნებულია მისი კრიპტოსაფინანსო ორგანიზაცია Matrixport. ვუს თქმით, ქვეყნის ხელისუფლება იკავებს „გონივრულ“ პოზიციას, როდესაც საქმე ეხება ციფრული აქტივების სფეროს. 

”სინგაპურს მრავალი საფუძველი აქვს, რათა კრიპტო ინოვაციების ცენტრად იქცეს,” - აღნიშნა მან. 

მაისში ჩინეთის სახალხო ბანკის დაქვემდებარებაში მყოფმა სამმა ასოციაციამ გამოაქვეყნა ერთობლივი შეტყობინება, რომლითაც კომპანიებს ეკრძალებოდათ კრიპტოვალუტებთან დაკავშირებული ბიზნესის მხარდაჭერა. 

მოგვიანებით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ვიცე-პრემიერმა განაცხადა, რომ ხელისუფლების გეგმაში იყო ზომების მიღება ციფრული აქტივების მაინინგსა და Bitcoin-ით ვაჭრობასთან მიმართებაში. 

თვის განმავლობაში ჩინეთის ზოგიერთ პროვინციაში ხელისუფლებამ მაინერებს მოსთხოვა საქმიანობის შეწყვეტა. 

Bitmain-მა ავის მომხმარებლებს საზღვარგარეთ გადაადგილებაში დახმარება შესთავაზა. ამერიკული მაინინგ-კომპანია Foundry-ს პროგნოზით ივნისის ბოლომდე ჩინელი მაინერების 90% გათიშავდა მოწყობილობებს ამკრძალავი ზომების გამო. 

ივნისში მარეგულირებლების ზეწოლის ქვეშ მოექცა კრიპტო ბირჟა Binance. დაიწყო პლატფორმის საქმიანობის შემოწმება კაიმანის კუნძულებზე, ტაილანდში კი მას ლიცენზიის გარეშე მუშაობაში დასდეს ბრალი, ხოლო იაპონიაში მისცეს მორიგი გაფრთხილება. პოლონეთის მარეგულირებელმა ორგანომ პლატფორმის გამოყენებისას მომხმარებლებს სიფრთხილისკენ მოუწოდა. 

დიდი ბრიტანეთის ფინანსური ზედამხედველობის ორგანომ Binance Markets Limited-ს აუკრძალა ნებისმიერი რეგულირებადი საქმიანობა ქვეყანაში წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.