Jump to content

2021 წელს Visa-ს კრიპტო ბარათების მფლობელებმა მათი გამოყენების შედეგად 1 მლრდ აშშ დოლარზე მეტი დახარჯეს


Recommended Posts

image.png 

2021 წლის პირველ ნახევარში Visa-ს სადებეტო კრიპტო ბარათებით განხორციელებული ტრანზაქციების ჯამურმა ღირებულებამ 1 მლრდ აშშ დოლარს გადააჭარბა. ამის შესახებ საგადახდო სისტემამ საკუთარ ბლოგში ისაუბრა. 

განცხადების თანახმად კომპანია ამჟამად თანამშრომლობს 50 წამყვან კრიპტო პლატფორმასთან, მათ შორის FTX-სა და Coinbase-თან. მათ მომხმარებლებს შეუძლიათ დააკონვერტირონ და დახარჯონ ციფრული აქტივები Visa-ს მიერ მხარდაჭერილ 70 მილიონ სავაჭრო და მომსახურების პუნქტში. 

„მერჩანტებს არ უწევთ არაფრის შეცვლა. მათთვის ეს ისეთივე ტრანზაქციაა, როგორც ნებისმიერი სხვა. სერვისი მომენტალურად დააკონვერტირებს კრიპტვალუტას ფიატში“ -  განაცხადა Visa-ს უფროსმა დირექტორმა და კრიპტოვალუტების განყოფილების ხელმძღვანელმა კაი შეფილდმა Business Insider-თან საუბარში. 

შეფილდმა აღნიშნა, რომ კომპანია ერთდროულად თანამშრომლობს ციფრული აქტივების მფლობელთა "მზარდ რაოდენობასთან" და "მილიონობით" ისეთ სავაჭრო ობიექტთან, რომლებსაც არ ესმით კრიპტოვალუტის არსი და არ სურთ მათთან ურთიერთქმედება. 

”მათ არ სურთ განახლდეს სავაჭრო წერტილები და ტერმინალები, ასევე გაიგონ რა არის ბლოკჩეინი”, - აღნიშნა მან. 

CNBC-სთან ინტერვიუში Visa-ს ფინანსურმა დირექტორმა განაცხადა, რომ კომპანია მუშაობს ეკოსისტემის შექმნაზე, რომლის წყალობით კრიპტოვალუტა გახდება გამოსაყენებლად უფრო მარტივი და ამ მხრივ ფიატის მსგავსი. 

”ჩვენს ქსელში ვხედავთ რეგულირებად ბირჟებზე კრიპტოვალუტების დიდ მოცულობას და შეგვიძლია გითხრათ, რომ ეს ტენდენცია გრძელდება”, - განაცხადა მან. 

Visa-ს კონკურენტ Mastercard-ის ბოლოდროინდელი კვლევის თანახმად საგადახდო სისტემის მომხმარებელთა 40% 2022 წელს ციფრული ვალუტების გამოყენებას გეგმავს. 

ფინანსურმა დირექტორმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ უახლოეს მომავალში Visa არ გეგმავს ინვესტიციების ჩადებას Bitcoin-სა და სხვა კრიპტოვალუტებში, როგორც ეს გააკეთეს Tesla-მ,  MicroStrategy-მ და სხვა საჯარო კომპანიებმა. 

”კრიპტოვალუტებს არ ვინახავთ ჩვენს ბალანსზე. ჩვენ გვაქვს ის ვალუტები, რომლებიც ბიზნესის წარმართვისთვის გვჭირდება. ჩვენ გვაქვს ვალუტები, რომლებშიც ვიღებთ და გავცემთ ხელფასებს. როგორც წესი, ეს არის დოლარი, ევრო და ფუნტი სტერლინგი, ”- განმარტა მან. 

შეგახსენებთ, ივნისში Visa-მ განაცხადა შვედური fintech-სტარტაპ Tink-ის შეძენის შესახებ, რომელიც იმავე სახელწოდების ღია ბანკინგის პლატფორმის უკან დგას. გარიგება 2.15 მილიარდ აშშ დოლარად შეფასდა. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.