Magdalena Posted July 12, 2021 Share Posted July 12, 2021 Nintendo-მ ოფიციალურად წარადგინა ჰიბრიდული გეიმინგ კონსოლის ახალი ვერსია, რომელიც აღჭურვილია ახალი OLED დისპლეით. ახალი მოწყობილობა გაყიდვაში 8 ოქტომბერს გამოვა და წარმოდგენილი იქნება რამდენიმე ფერის ვარიანტად. განახლებულ Nintendo Switch-ს ექნება ზომაში გაზრდილი 7-დუიმიანი ეკრანი უფრო თხელი ჩარჩოებით. შედარებისთვის, ორიგინალი კონსოლი დაკომპლექტებულია 6.2-დუიმიანი დისპლეით, Switch Lite-ს კი 5.5-დუიმიანი ეკრანი აქვს. პარალელურად, ახალ ვერსიას აქვს გაუმჯობესებული აუდიო სისტემა, 64 გბ ინტეგრირებული ფლეშ-მეხსიერება (32 გბ-ის ნაცვლად) და ფართო რეგულირებადი სადგამი. განახლდა აგრეთვე დოკ-სადგურის გარეგნული დიზაინი და დაემატა ქსელის პორტი. თავდაპირველად Nintendo გამოუშვებს Switch-ის OLED-მოდელებს ორ ფერში: თეთრსა და ტრადიციულ ლურჯ-წითელში. მოგვიანებით კომპანია ასევე გამოუშვებს სრულიად შავ კონსოლს. სამწუხაროდ კონსოლის ტექნიკურ პლატფორმაში ცვლილებების შესახებ ინფორმაცია არ არსებობს, მაგრამ დიდი ალბათობით ახალი ვერსიის საფუძველი იგივეა, რაც ორიგინალის შემთხვევაში. ახალი ვერსიის ღირებულება დასავლეთის ქვეყნებში 350 აშშ დოლარს შეადგენს, რაც 50$-ით მეტია ორიგინალი Switch-ის ფასთან შედარებით. https://bit.ly/3dS4UvL Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.